რა არის ლეიკოპენია?
ლეიკოპენია არის დიაგნოზი, რომელიც გულისხმობს იმას რომ ნორმაზე დაბალი ლეიკოციტები (სისხლის თეთრი უჯრედი) გაქვთ. უფრო კონკრეტულად ნეიტროფილის დონე ნორმაზე დაბალია.
რა არის ნეიტროფილი?
ნეიტროფილი არის ლეიკოციტი, რომელიც მოქმედებს როგორც იმუნური სისტემის დაცვის წინა ხაზი. სისხლის თეთრი უჯრედების დეფიციტისას ორგანიზმი მიდრეკილი ხდება ინფექციებისკენ.
ორგანიზმი ყოველდღიურად 100 მილიარდამდე ლეიკოციტს გამოიმუშავებს და ამ გზით ახერხებს ებრძოლოს ვირუსებსა და ბაქტერიებს.
უშუალოდ ლეიკოპენია არ იწვევს სიმპტომებს, თუმცა ხელს უწყობს ინფექციას, რომელიც თავის მხრივ ვლინდება შემდეგი ნიშნებით:
- სიცხე და კანკალი;
- შეშუპება და სიწითლე;
- წყლულები პირის ღრუში;
- წითელი ან თეთრი ლაქები პირის ღრუში;
- ყელის ტკივილი;
- მწვავე ხველება ან სუნთქვის უკმარისობა;
- ტკივილი მოშარდვისას;
- შარდს შესაძლოა ჰქონდეს უსიამოვნო სუნი;
- დიარეა;
- ჩირქი ჭრილობასა თუ წყლულებში;
- უჩვეულო ვაგინალური გამონადენი ან ქავილი.
ლეიკოპენიის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:
- ანამნეზში ძვლის ტვინის დაავადებები ან ავტოიმუნური პათოლოგიები;
- ინფექციით ავადობა;
- ზოგიერთი მედიკამენტი (ერთგვარი გვერდითი მოვლენა);
- კვებითი უკმარისობა;
- ორგანიზმში ზოგიერთი ვიტამინის დეფიციტი.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/17706-low-white-blood-cell-count