2 ივნისი - მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა

2 ივნისი - მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 2 ივნისის სტატისტიკა გამოქვეყნდა.

მსოფლიოში კორონავირუსით 6 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 113 198 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 4 242 ადამიანი.

ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 3 879 ადამიანი და დაიღუპა 62, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 64 718 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 1 820 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 16 011 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 272 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 16 150 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 1 824 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 11 333 და დაიღუპა 257 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 1 107 და დაიღუპა 7.

 

წყარო:

https://www.who.int/docs/default-source/coronaviruse/situation-reports/20200602-covid-19-sitrep-134.pdf?sfvrsn=cc95e5d5_2