ყელის სიმშრალე

ყელის სიმშრალე

თუ ეს სიმპტომი გაწუხებთ.

ყელის სიმშრალე გავრცელებული სიმპტომია და განსაკუთრებით ზამთრის ცივ დღეებში, როდესაც ჰაერი მშრალია და ზედა რესპირატორული ინფექციები მარტივად ვრცელდება.

ძირითადი გამომწვევი მიზეზებია გაციება, გაუწყლოება, ძილის დროს პირი ღია გაქვთ, გრიპი, ტონზილიტი.

სახლის პირობებში მკურნალობის შემთხვევაში (როდესაც მდგომარეობა მსუბუქია და პაციენტი არ საჭიროებს ჰოსპიტალიზირებას) გირჩევთ მიიღოთ რეკომენდებული რაოდენობით სითხე, მაგალითად, თბილი ჩაი - ასევე აფთიაქში შეიძინეთ სპეციალური საწუწნი აბები, რომელიც ყელის ტკივილის სამკურნალოდაა მოწოდებული.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა და სიმპტომი არ ალაგდა 1 კვირის განმავლობაში.

სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს მწვავე სიმპტომების დროს, კერძოდ:

  • ძლიერი ყელის ტკივილი, რომლის გამოც გიჭირთ ყლაპვა;
  • სუნთქვის უკმარისობა;
  • გამონაყარი;
  • გულმკერდის ტკივილი;
  • ძლიერი დაღლილობა;
  • ხმამაღალი ხვრინვა ღამით;
  • მაღალი სიცხე.

 

წყარო:      

https://www.healthline.com/health/dry-throat#bottom-line