რა სიმპტომების დროს უნდა მიმართოთ ექიმს?
საპირფარეშოთი სარგებლობისას, თავისთავად, ელოდებით ყავისფერი შეფერილობის განავალს და სხვა ფერის ფეკალიის დანახვისას შიშისა თუ დისკომფორტის შეგრძნება სავსებით მოსალოდნელია.
თუ დიარეა გაქვთ და თანაც წითელი, სავარაუდოდ, გაინტერესებთ მიზეზი - სტატიაში ამ თემაზე დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით.
დიარეას გავრცელებული ნიშნებია:
- კუჭის მოქმედება დღეში სამჯერ ან მეტჯერ;
- სპაზმი მუცლის ღრუში;
- მუცლის ტკივილი;
- დაღლილობა;
- თავბრუსხვევა სითხის დანაკარგის გამო;
- სიცხე.
განავლის შეფერილობა შესაძლოა შეიცვალოს ბუნებრივად წითელი ან ამ ფერად შეღებილი სასმელისა თუ საკვების (ღვინო, ხილის წვენი, წითელი ტკბილეული და სხვა) გამო.
წითელი დიარეა შესაძლოა გქონდეთ შემდეგი მიზეზების გამო:
- როტავირუსი;
- სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან;
- ეშერიხია კოლის ინფექცია;
- ანალური ნახეთქები;
- მედიკამენტის გვერდითი მოვლენა.
დიარეას რისკ-ფაქტორებია:
- პირადი ჰიგიენის დაუცველობა, მაგალითად, ხელებს არ იბანთ საპნით;
- დიაბეტი;
- გაღიზიანებული ნაწლავის დაავადება;
- დიდი რაოდენობით (ჭარბი ულუფა) საკვებს იღებთ;
- რაციონში ჭარბი დოზით ბოჭკოა;
- უხარისხო წყალი დალიეთ.
წითელი დიარეა ყოველთვის არ არის სერიოზული, თუმცა მიზეზი სახიფათოა და სასწრაფოდ უნდა მიმართოთ კლინიკას თუ განავალს ეს შეფერილობა სისხლის გამო აქვს.
სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს თუ წითელ დიარეას თან ერთვის შემდეგი სიმპტომები:
- დაღლილობა;
- თავბრუსხვევა;
- კუჭ-ნაწლავის დისკომფორტი;
- სუნთქვის პრობლემა;
- დიზორიენტაცია;
- გულის წასვლა;
- მაღალი სიცხე;
- მუცლის ძლიერი ტკივილი;
- ამოარწყიეთ სისხლი ან შავი ფრაგმენტები.
წყარო:
https://www.healthline.com/health/digestive-health/red-diarrhea