ქოლესტაზი

ქოლესტაზი

რა არის ქოლესტაზი?

ქოლესტაზი არის ნაღვლის დინების შემცირება ან შეჩერება. პრობლემა უნდა ეძებოთ ღვიძლში ან ნაღვლის სადინარში. 

ნაღველი, რომელიც სათანადოდ ვერ მიედინება, სისხლის მიმოქცევის სისტემაში იჟონება და ორგანოებში ბრუნდება - ამ რეაქციის ფინალი ანთებითი პროცესია. ნაღველი, რომელიც ვერ აღწევს ნაწლავებამდე, პრობლემებს იწვევს საჭმლის მომნელებელ სისტემაში. 

ძირითადი სიმპტომებია: 

• სიყვითლე; 
• ღია ფერის განავალი;
• ქავილი; 
• მუცლის ტკივილი; 
• გულისრევა და ღებინება; 
• დაღლილობა. 

დიაგნოსტირება და მკურნალობა

ქოლესტაზის სიმპტომების დროს ექიმი დიაგნოსტირების კურსს დაიწყებს სისხლის საერთო ანალიზით. ამ ლაბორატორიული კვლევის მიზანია ბილირუბინისა და სანაღვლე მავების მარილების დონის შეფასება. ექიმი ასევე დაინტერესდება ხომ არ არის მომატებული ქოლესტეროლისა და ღვილის კონკრეტული ენზიმების მაჩვენებელი.

შესაძლოა საჭირო გახდეს მუცლის ღრუს ულტრაბგერა ან კომპიუტერული ტომოგრაფია. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ნაღვლის ბუშტის სისტემის დეტალური დათვალიერების მიზნით, ინიშნება მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.

ქოლესტაზის მართვა შესაძლებელია გამომწვევი მიზეზის მკურნალობით, კერძოდ, ინფექციის დროს ინიშნება ანტიბიოტიკები ან ანტივირუსული მედიკამენტები, ხოლო თუ მწვავე პროცესის მიზეზი რომელიმე წამალია ექიმი მას ალტერნატიული საშუალებით შეცვლის. 

თუ გამომწვევი მიზეზი ღვიძლის ქრონიკული დაავადებაა, ამ შემთხვევაში მკურნალობა გაცილებით რთულია; ზოგიერთი დაავადების განკურნების მეთოდი თანამედროვე მედიცინისთვის უცნობია, ხოლო ციროზი შეუქცევადია.

ღვიძლის ზოგიერთი დაავადების პროგრესირების შენელება შესაძლებელია ცხოვრების სტილის შეცვლით (დიეტა, ვარჯიში, უარი ალკოჰოლზე და სხვა). მსგავს კლინიკურ შემთხვევებში მკურნალობის კურსის ძირითადი მიზანი დაავადებით მიმდინარე გვერდითი მოვლენების მართვაა. 

 

წყარო:

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/24554-cholestasis