რა არის ქოლესტეატომა?
ქოლესტეატომა არის პათოლოგიური წანაზარდი შუა ყურში - შეიძლება იყოს როგორც თანდაყოლილი, ისე შეძენილი.
აუცილებელია მკურნალობა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ინფიცირების რისკი იზრდება, რაც სმენისა და სახის ნერვის დაზიანების მიზეზი შეიძლება გახდეს. მკურნალობის ერთადერთი მეთოდი ქირურგიული ჩარევაა.
დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
- სუნიანი გამონადენი ყურიდან;
- ზეწოლის ან სისავსის შეგრძნება ყურში;
- თავბრუსხვევა;
- განმეორებითი ყურის ინფექციები;
- ზოგჯერ სმენის დაკარგვა ან ხმაურის შეგრძნება.
ძირითადი გამომწვევი მიზეზია რეტრაქტირებული დაფის აპკი, შუა ყურის ღრუ.
ქოლესტეატომას ახასიათებს ხელახლა წარმოქმნა, შესაბამისად, ოტო-რინო-ლარინგოლოგი რეგულარული შემოწმების რეკომენდაციას მოგცემთ, რაც გულისხმობს სმენის ტესტს, ყურის გამორეცხვას თუ სხვა პროცედურებს.
აუცილებლად მიმართეთ მკურნალ ექიმს თუ ოპერაციის შემდეგ შენიშნეთ შემდეგი ნიშნები:
- გამონადენი ან სისხლდენა ყურიდან;
- ყურის ტკივილი;
- 38 გრადუსი სიცხე;
- სითხის დრენირება ყურიდან.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/21535-cholesteatoma