მორბენალის კუჭი

მორბენალის კუჭი

კუჭის ტკივილი სირბილის დროს.

სტატიაში ვსაუბრობთ კუჭის პრობლემებზე, რომელიც ჩნდება უშუალოდ სირბილის დროს ან მაშინ, როდესაც ამ ტიპის ფიზიკურ აქტივობას დაასრულებთ.

სტატისტიკურად, სხვა ათლეტებს შორის მორბენალებში გაცილებით მაღალია რისკი, რომ ვარჯიშის დროს კუჭის ტკივილი გამოუვლინდეთ.

ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა ხელშემწყობი ფაქტორი შეიძლება იყოს ცხოვრების სტილი, დეჰიდრატაცია, სისხლის მარაგის შემცირება თუ დიეტა.

ძირითადად, უჩივიან შემდეგ სიმპტომებს:

  • დიარეა სირბილის დროს;
  • მუცლის ტკივილი და სპაზმი;
  • კრუნჩხვითი რეაქცია გვერდში.

ვინაიდან მეცნიერებისთვის ამ ფენომენის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია რთულია საპრევენციო ღონისძიებებზე საუბარი, თუმცა როგორც მედიკოსები აცხადებენ, ზოგადი ჯანსაღი რეკომენდაცია შესაძლოა ეფექტური აღმოჩნდეს.

კერძოდ:

  • სითხის მიღება;
  • სირბილამდე არ მიიღოთ მძიმე საკვები;
  • სირბილის წინ ნუ მიირთმევთ ადვილად მონელებად პროდუქტს (ბოჭკო, ცილა და სხვა).

აუცილებლად მიმართეთ ექიმს შემდეგი სიმპტომების დროს:

  • კუჭის ტკივილი, შებერილობა ან დიარეა, რომელიც არ უმჯობესდება;
  • სისხლიანი დიარეა;
  • ღებინება დეჰიდრატაციის ნიშნებით;
  • ძლიერი კუჭის ტკივილი, რომელსაც თან ახლავს სიცხე.

 

წყარო: 

https://www.medicalnewstoday.com/articles/runners-stomach