სკოპოფობია - დაჟინებული მზერის შიში

სკოპოფობია - დაჟინებული მზერის შიში

რა არის სკოპოფობია?

ეს არის ფობია, რომლის დროსაც ადამიანს ეშინია, რომ სხვების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება, დაჟინებული მზერის ობიექტი გახდება.

დიახ, უჩვეულო არაფერია იმაში თუ თავს არაკომფორტულად იგრძნობთ, როდესაც ყურადღების ცენტრში იქნებით, მაგალითად, საჯაროდ სიტყვით გამოსვლისას, თუმცა სკოპოფობია გაცილებით მწვავე ფორმაა. წარმოიდგინეთ, ადამიანს აქვს განცდა თითქოს გულდასმით ათვალიერებენ, აკვირდებიან, შეისწავლიან, კრიტიკულად უყურებენ და სხვა. შფოთვამ შეიძლება იმდენად მძიმე ფორმა მიიღოს, რომ ადამიანი, ფაქტობრივად, გამოთიშოს სოციალური ურთიერთობებიდან.

დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

  • ძლიერი ნერვიულობა;
  • გაწითლება;
  • აჩქარებული გულისცემა;
  • ოფლიანობა ან კანკალი;
  • პირის სიმშრალე;
  • კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;
  • მოუსვენრობა;
  • პანიკური შეტევა.

  

 

წყარო:  

https://www.healthline.com/health/scopophobia