შინაგანი სისხლდენა

შინაგანი სისხლდენა

რა არის შინაგანი სისხლდენა?

შინაგანი სისხლდენა ყალიბდება შიგნით ორგანიზმში, სხეულში, მაგალითად, მუცელსა თუ ტვინში. როგორც წესი, კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში, გამომწვევი მიზეზია ტრავმა.

თავისთავად, სხეულის გარეგანი დაზიანება თვალსაჩინოა და სისხლდენასა თუ სხვა სიმპტომებს ამჩნევენ როგორც პაციენტები, ისე გარშემომყოფები. თუმცა შინაგანი სისხლდენა შეიძლება იმდენად უმნიშვნელო სიმპტომებით მიმდინარეობდეს, რომ მხოლოდ ექიმმა შეძლოს მისი აღმოჩენა შესაბამისი ფიზიკური გასინჯვითა თუ დიაგნოსტიკური კვლევებით.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგჯერ შინაგანი სისხლდენა ჩნდება არატრავმული დაზიანებითაც, მაგალითად, პაციენტს არ მიუღია ფიზიკური ტრავმა, შესაბამისად, ვერც კი გაიაზრებს თუ საქმე აქვს გასტრიტთან, ორგანოთა დაზიანებასა თუ სისხლდენით მიმდინარე რომელიმე დარღვევასთან.

შინაგან სისხლდენაზე უნდა მიიტანოთ ეჭვი თუ უეცრად გამოვლინდა შემდეგი სიმპტომები:

  • თავბრუსხვევა;
  • ძლიერი სისუსტე;
  • გონების დაკარგვა;
  • დაბალი წნევა;
  • მხედველობის მწვავე პრობლემები;
  • დაბუჟება;
  • სხეულის ერთ არეში სისუსტე;
  • ძლიერი თავის ტკივილი;
  • ძლიერი მუცლის ტკივილი;
  • სუნთქვის უკმარისობა;
  • გულმკერდის ტკივილი;
  • გულისრევა;
  • ღებინება;
  • დიარეა.

შეიძლება შეამჩნიოთ სისხლი ან სიმუქე ნარწყევსა თუ განავალში. ასევე ჭიპის გარშემო ან გვერდებში ერთგვარი ჩალურჯებები თუ გაჩნდა ეჭვი მაშინვე უნდა მიიტანოთ შინაგანი ორგანოების სისხლდენაზე.

ყოველთვის შინაგანი სისხლდენის მიზეზია ტრავმა, რომელიმე დაავადება ან მდგომარეობა, ანუ ეს სიმპტომი თავისით არ ჩნდება.

თავში შინაგანი სისხლდენის სიმპტომებია:

  • სისუსტე სხეულის ერთ მხარეს;
  • დაბუჟება სხეულის ერთ მხარეს;
  • ჩხვლეტის შეგრძნება კიდურებში;
  • ძლიერი, უეცარი თავის ტკივილი;
  • ყლაპვის ან ღეჭვის პრობლემა;
  • ცვლილება მხედველობასთან ან სმენასთან დაკავშირებით;
  • ბალანსის, კოორდინაციის დაკარგვა;
  • ბუნდოვანი მეტყველება;
  • პაციენტს უჭირს წერა;
  • ძილიანობა, პაციენტს რეაქცია არ აქვს;
  • ცნობიერების დაკარგვა.

გულმკერდსა თუ მუცლის ღრუში შინაგანი სისხლდენის ნიშნებია:

  • მუცლის ტკივილი;
  • სუნთქვის უკმარისობა;
  • გულმკერდის ტკივილი;
  • თავბრუსხვევა ფეხზე ადგომის დროს;
  • სისხლჩაქცევები, ჩალურჯებები ჭიპის გარშემო ან გვერდებზე;
  • გულისრევა;
  • ღებინება;
  • სისხლი შარდში;
  • მუქი ფერის განავალი;
  • სისხლდენა ყურიდან, ცხვირიდან, პირიდან, ანუსიდან.

შინაგანი სისხლდენა კუნთებსა თუ სახსრებში:

  • სახსრების ტკივილი;
  • სახსრის შეშუპება;
  • მოძრაობის უნარის შეზღუდვა.

ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში შინაგანი სისხლდენა პროვოცირებას უწევს შოკს. შოკი არის მდგომარეობა, როდესაც აღარ არის საკმარისი რაოდენობის სისხლი მთლიანი სხეულის მოსამარაგებლად.

 

წყარო: 

https://www.healthline.com/health/internal-bleeding#causes