კანის ინფექცია

კანის ინფექცია

კანის ინფექციის მიზეზი შესაძლოა იყოს ბაქტერია, ვირუსი, სოკო ან პარაზიტი.

სიმპტომები და მკურნალობის მეთოდი ინდივიდუალურია, ძირითადად, დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე.

ინფექცია შეიძლება იყოს როგორც მსუბუქი, ისე სერიოზული. მწვავე კლინიკურ შემთხვევებში მოსალოდნელია, რომ ინფექციამ ორგანიზმში გაცილებით ღრმად ჩააღწიოს, შესაბამისად, პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა დამძიმდეს.

კანის ინფექციის განვითარების რისკი გაცილებით მაღალია იმ პირებში, რომელთაც რიგი ფაქტორების ფონზე დასუსტებული აქვთ იმუნიტეტი, არიან ხანდაზმულები ან ძალიან ახალგაზრდები, ასევე სიმსუქნის გამო აღენიშნებათ კანის ნაკეცები.

კანის ინფექციის გავრცელებული სიმპტომებია:

  • ფერმკრთალი კანის დროს სიწითლე, ხოლო კანის შედარებით მუქი ტონისას იისფერი ან გამუქებული არეები;
  • ქავილი;
  • ტკივილი;
  • კანის უსწორმასწორო ზედაპირი;
  • მეჭეჭების მსგავსი წანაზარდები და სხვა.

ზოგჯერ ადამიანს აქვს სიცხეც.

მწვავე ინფექციისთვის დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები:

  • ჩირქი;
  • ბებერები;
  • ნეკროზი;
  • ტკივილი;
  • კანის შეფერილობა შეცვლილია;
  • შეშუპება;
  • აქერცლილი კანი.

მიმართეთ ექიმს შემდეგი სიმპტომების დროს:

  • ჩირქით სავსე ბებერები;
  • ძლიერი შეშუპება ან ანთებითი პროცესი;
  • კანის ინფექცია, რომელიც არ ალაგდა ან მწვავედ პროგრესირებს;
  • მაღალი სიცხე ან სხვა სიმპტომები;
  • ხშირი გამონაყარი ან ინფექცია.

ზოგიერთი ტიპის კანის ინფექცია დამოუკიდებლად იკურნება, ანუ არ საჭიროებს სპეციფიკურ სამედიცინო ჩარევას და მხოლოდ მალამო თუ კრემი საკმარისია. თუმცა მწვავე ინფექციის დროს, როდესაც პაციენტი ხდება გადამდები ან გართულებების რისკი მაღალია, ინიშნება სპეციალური მედიკამენტური თერაპია - შესაძლოა აუცილებელი იყოს პაციენტის ჰისპიტალიზირებაც.

კანის მწვავე ინფექციის სამკურნალოდ მოწოდებულია შემდეგი ტიპის მედიკამენტები:

  • ანტიბიოტიკები;
  • ანტივირუსული;
  • სოკოს საწინააღმდეგო;
  • ანტიპარაზიტული.

 

წყარო: 

https://www.healthline.com/health/skin-infection#treatment