რკინადეფიციტური ანემიის დროს ორგანიზმში არ არის ადეკვატური რაოდენობის რკინა.
რკინა ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მის გარეშე ვერ წარმოიქმნება საკმარისი მოცულობის ის ნაერთი, რომელიც სისხლის წითელ უჯრედებს ჟანგბადის (ჰემოგლობინი) გადასატანად ესაჭიროება.
თუ საწყის ეტაპზე დაავადება მსუბუქად და ფაქტობრივად, უსიმპტომოდ მიმდინარეობს, დროთა განმავლობაში ანემია რთულდება.
რკინადეფიციტური ანემიის დროს პაციენტი შეიძლება უჩიოდეს შემდეგ სიმპტომებს: ძლიერ დაღლილობას, საერთო სისუსტეს, კანის სიფერმკრთალეს, აჩქარებულ გულისცემას, თავბრუსხვევას და სხვა.
რკინადეფიციტური ანემიის რისკის შემცირების ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი კვების რაციონში რკინით მდიდარი პროდუქტების ჩართვაა.
რკინით მდიდარია:
- წითელი ხორცი;
- ზღვის პროდუქტები;
- ლობიო;
- მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული;
- გამომშრალი ხილი;
- რკინით გამდიდრებული მარცვლეული, პური, მაკარონი;
- ბარდა.
ორგანიზმი რკინას ყველაზე ეფექტურად ხორცის მეშვეობით ითვისებს და სწორედ ამიტომ თუ ხორცის მოყვარული არ ბრძანდებით, რეკომენდებულია თქვენი კვების რაციონში მცენარეული წარმოშობის, რკინის შემცველი საკვების რაოდენობა გაზარდოთ.
რკინის უკეთ ათვისებაში ასევე დაგეხმარებათ C ვიტამინით მდიდარი პროდუქტები და ამ ვიტამინის წყაროა: ციტრუსი, ბროკოლი, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, კივი, ნესვი, მარწყვი, პომიდორი, წიწაკა და სხვა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/iron-deficiency-anemia/symptoms-causes/syc-20355034