რა არის ტრიზმი?
ტრიზმი საღეჭი კუნთების მტკივნეული სპაზმია - კრუნჩხვითი რეაქცია ვლინდება იმ კუნთებში, რომელიც ყბის სახსარს ეკვრის.
ტრიზმისას კუნთები იმდენად იხშობა, რომ ადამიანს პირის სათანადოდ გაღება უჭირს, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება ადეკვატურად კვება თუ საუბარი. კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ეს სიმპტომი მსუბუქდება რამდენიმე კვირაში, თუმცა ქრონიკული ფორმისას გამოჯანმრთელებას გაცილებით დიდი დრო სჭირდება, რაც დეპრესიის განვითარების რისკს ზრდის.
ტრიზმის მიზეზი შეიძლება იყოს თავისა და კისრის კიბოს მკურნალობის გვერდითი ეფექტი ან დენტალური ოპერაცია. ზოგჯერ პათოლოგიური პროცესის მიზეზი ინფექციაა. ტრიზმის მკურნალობისთვის მოწოდებულია მედიკამენტური და ფიზიოთერაპია.
მდგომარეობის ყველაზე თვალსაჩინო სიმპტომი არის ის, რომ ადამიანი ვერ აღებს პირს, თუმცა მას ერთვის სხვა ნიშნებიც.
დამახასიათებელი სიმპტომებია:
- ყბის არეში კუნთების სპაზმი;
- ყბა გტკივათ, როდესაც არ საუბრობთ, იკვებებით ან ცდილობთ ეს არე ამოძრაოთ;
- მყარი საკვების დაღეჭვა ტკივილს იწვევს;
- ტკივილი მთქნარებისას.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/24086-trismus