როდის უნდა მიმართოთ ექიმს?
მკერდის არეში მიმდინარე ცვლილებები ქალის ანატომიის ნორმალური ნაწილია. ხშირ შემთხვევაში მკერდში სიმძიმე არ არის საშიში და იშვიათად რომ სერიოზულ დაავადებას უკავშირდებოდეს.
გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:
• ფიბროკისტური ცვლილებები;
• მენსტრუაცია;
• ორსულობა;
• ძუძუთი კვება;
• მკერდის ინფექცია;
• ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი ეფექტი.
მხოლოდ სიმძიმის შეგრძნება (როცა მარტო ეს სიმპტომი გაწუხებთ და სხვა არაფერი) არ არის სერიოზული პრობლემის მანიშნებელი, თუმცა თუ გამოვლინდა სხვა ნიშნებიც სასწრაფოდ გაიარეთ ექიმის კონსულტაცია.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ შენიშნეთ ეს სიმპტომები:
• გამაგრებული, უმტკივნეულო სიმკვრივე;
• სიწითლე ან კანის ფერის ცვლილება მკერდზე;
• ძუძუთი კვებისას ტკივილის ან წვის შეგრძნება;
• სიცხე;
• დვრილის ჩაბრუნება;
• დვრილიდან სისხლდენა;
• ძლიერი დაღლილობა.
გაითვალისწინეთ, ექიმს უნდა მიმართოთ თუ ანამნეზში გაქვთ ძუძუს კიბოთი ავადობის ოჯახური ისტორია ან წარსულში მკერდზე ჩაგიტარდათ ქირურგიული ოპერაცია.
წყარო:
https://www.healthline.com/health/heavy-breasts