რა არის ღრძილის რეცესია?
ღრძილის რეცესია ღრძილის დაავადებაა. ღრძილის ქსოვილის განლევის გამო ქსოვილი უკან იწევა, შესაბამისად, შიშვლდება ფესვები - მნიშვნელოვნად იზრდება ფესვებში ბაქტერიების დაგროვებისა და კარიესის რისკი.
აუცილებელია დროული მკურნალობა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს მწვავე ინფექცია და კბილი დაკარგოთ. მკურნალობისთვის მოწოდებულია ანტიბიოტიკოთერაპია, ანტიმიკრობული სავლები და ოპერაცია. ღრძილის რეცესიის სრული განკურნება შეუძლებელია, თუმცა მკურნალობის კურსით მდგომარეობის გამწვავების პრევენცია ხდება.
ღრძილის რეცესია განსაკუთრებით ხშირია 65 წელს გადაცილებულ პირებში.
დაავადების განვითარებას ხელს უწყობს შემდეგი ფაქტორები:
- პერიოდონტალური დაავადება;
- ატარებდით ბრეკეტებს ან ჩაგიტარდათ სხვა ორთოდონტული მკურნალობა;
- თამბაქო;
- ტუჩის ან ენის პირსინგი;
- აგრესიულად, უხეშად იხეხავთ კბილებს;
- დენტალური ფოლაქი;
- ტრავმა ღრძილის ქსოვილზე.
ღრძილის რეცესიის სიმპტომებია:
- ტკივილი ან დისკომფორტი ღრძილის ხაზზე;
- მომატებული მგრძნობელობა ცხელზე, ცივზე, ტკბილზე;
- მგრძნობელობა კბილის გამოხეხვისას;
- მგრძნობელობა დენტალური წმენდისას.
ზოგჯერ პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა ხდება ღრძილის რეცესიის მიზეზი, თუმცა ყოველთვის არა. მაგალითად, ზოგიერთ ადამიანს გენეტიკური წინასწარგანწყობა აქვს ღრძილის ქსოვილის განლევის მიმართ.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/22753-gum-recession