დამსკდარი დვრილი

დამსკდარი დვრილი

დამსკდარი დვრილის დროს შენიშნავთ, რომ ძუძუს თავი გაღიზიანებულია, შეწითლებული და ზედაპირზე ფუფხებია წარმოქმნილი.

დვრილის დახეთქვის მიზეზი, ძირითადად, სპორტული ტრავმა ან ძუძუთი კვებაა. ძუძუთი კვებისას პრობლემის დროს ქალების 38%-ს უვლინდება წყლულები თუ დამსკდარი დვრილი.

მიმართეთ ექიმს თუ ეჭვობთ ინფექციაზე და ასევე მაშინაც, როდესაც დვრილის ზედაპირის დაზიანების გამო ვეღარ ახერხებთ ჩვილის გამოკვებას.

გაღიზიანებული დვრილის სამკურნალოდ მოწოდებულია:

  • კანის დასარბილებლად და ნახეთქების შესამცირებლად წაისვით შესაბამისი დამატენიანებელი კრემი;
  • დროებით არ ჩაიცვათ კანზე მჭიდროდ მომდგარი ბიუსტჰალტერი;
  • ვიდრე სიმპტომი არ ალაგდება ნუ გამოიყენებთ სხეულის „პუდრას“, დეოდორანტს, საპონს ან სხვა ისეთ ნივთიერებას, რომელიც გამოაშრობს დვრილს.

 

წყარო:  

https://www.medicalnewstoday.com/articles/cracked-nipples