ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 29 მაისის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
მსოფლიოში კორონავირუსით 5 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 107 740 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 4 354 ადამიანი.
ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 3 337 ადამიანი და დაიღუპა 57, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 56 647 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 2 800 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 13 595 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 212 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 22 650 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 1 047 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 10 469 და დაიღუპა 214 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 1 042 და დაიღუპა 24.
წყარო: