ამ ტიპის ალერგიის დროს იმუნურ სისტემას ზედმეტად მწვავე რეაქცია აქვს რძის ცილაზე.
ალერგოლოგი დიაგნოზს დაადგენს შესაბამის ლაბორატორიულ ანალიზზე დაყრდნობით. მკურნალობისთვის მოწოდებულია მედიკამენტური თერაპია, ამასთან, ადამიანი უნდა მოერიდოს რძის ნაწარმს.
კვებითი ტიპის ალერგიას შორის რძის ალერგია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია. ალერგიას ყველაზე ხშირად იწვევს ძროხის რძე.
რძის ალერგია შეიძლება გამოუვლინდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანს, თუმცა განსაკუთრებით ხშირია 16 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ალერგიული რეაქცია ჩნდება რძის მიღებიდან რამდენიმე წუთში.
მსუბუქი სიმპტომებია:
- ალერგიული გამონაყარი;
- გულისრევა ან ღებინება;
- მუცლის ტკივილი;
- დიარეა;
- ქავილი;
- ტუჩის, ენისა თუ ხორხის შეშუპება;
- ჭინჭრის ციება.
მწვავე სიმპტომები, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საჭიროებს:
- შებოჭილობა გულმკერდის არეში;
- სუნთქვის უკმარისობა;
- სუნთქვის გაძნელება;
- ყლაპვის გაძნელება;
- კონტაქტური დერმატიტი;
- თავბრუსხვევა;
- დაბალი არტერიული წნევა;
- გონების დაკარგვა.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/11315-milk-allergy