შამპანური და ჯანმრთელობა
ქორწილის, დაბადების დღისა თუ სხვა ღონისძიების აღნიშვნა შამპანურის გარეშე წარმოუდგენელია და ამ გემრიელი სასმელის მოყვარულთათვის ძალიან სასიამოვნო ამბავი გვაქვს, დიახ, სასარგებლოა.
გაითვალისწინეთ, პრაქტიკულად ჯანმრთელმა ადამიანმა (პირი, რომელსაც არ აქვს ანამნეზში რომელიმე დაავადება) შამპანური ზომიერად უნდა მიიღოს, მაგალითად, 1 ჭიქა სრულებით საკმარისია და თავისთავად, არ უნდა დააყოლოს სხვა ტიპის ალკოჰოლური სასმელი.
მოგეხსენებათ, ამ სასმელს თეთრი და წითელი ყურძნისგან ამზადებენ, რომელიც ჯანმრთელობისთვის აუცილებელ ანტიოქსიდანტს შეიცავს.
აღმოჩნდა, რომ ეს შუშხუნა სასმელი დადებითად აისახება მეხსიერებაზე. მეცნიერებმა კვლევის საფუძველზე დაადგინეს, რომ შამპანურის შემადგენლობაშია კომპონენტი ფენოლი, რომელიც სივრცით მეხსიერებას აუმჯობესებს - სივრცითი მეხსიერება კი თავის მხრივ პასუხისმგებელია ინფორმაციის შეთვისებასა და დეტალების დამახსოვრებაზე.
ეს სტატია განსაკუთრებით გაახარებთ დიეტაზე მყოფ ადამიანებს, რადგან სხვა ალკოჰოლურ სასმელებთან შედარებით შამპანურში გაცილებით ნაკლები კალორიაა და თუ დაკლებული კილოს აღნიშვნა გადაწყვიტეთ შამპანური შეიძინეთ.
შამპანური სასარგებლოა თმისა და კანის სტრუქტურისთვისაც.
წყარო:
https://www.globalbrandsmagazine.com/health-and-beauty-5-benefits-of-champagne/