მუხლის ქრონიკული ტკივილი

მუხლის ქრონიკული ტკივილი

რა იწვევს მუხლის ქრონიკულ ტკივილს?

მუხლის ქრონიკული ტკივილი არის ხანგრძლივი ტკივილი, შეშუპება ან მომატებული მგრძნობელობა ერთ, ან ორივე მუხლში.

დროებითი ტკივილი განსხვავდება ქრონიკულისგან - კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში მუხლის დროებითი ტკივილის მიზეზია ტრავმა ან ინციდენტი.

გაითვალისწინეთ, მუხლის ქრონიკული ტკივილი იშვიათად რომ ალაგდეს მკურნალობის გარეშე, შესაბამისად, მუდმივი დისკომფორტის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

მუხლის ტკივილის მიზეზებია:

  • ოსტეოართრიტი;
  • ტენდინიტი;
  • ბურსიტი;
  • ქონდრომალაცია პატელა;
  • ბეიკერის კისტა;
  • პოდაგრა;
  • რევმატოიდული ართრიტი;
  • ნაღრძობი;
  • მენისკის გაწყვეტა;
  • ძვლის სიმსივნე;
  • იოგის გაწყვეტა.

რამდენიმე ფაქტორი, რომლის გამოც მუხლის ქრონიკული ტკივილი უფრო მეტად მწვავდება:

  • ტრავმა მუხლის არეში;
  • დაჭიმულობა;
  • ზედმეტი ფიზიკური გადატვირთვა;
  • ინფექცია;
  • სხეულის ცუდი პოზა ფიზიკური აქტივობის დროს;
  • ვარჯიშამდე არ ხურდებით და ფიზიკური აქტივობის დასრულებისას არ აგრილებთ კუნთებს;
  • კუნთს არასწორად ჭიმავთ.

მუხლის პრობლემები ხშირად აწუხებთ ჭარბი წონის მქონე პირებს.

მუხლის ქრონიკული ტკივილის სხვა რისკ-ფაქტორებია:

  • ასაკი;
  • ადრე გადატანილი ტრავმა ან დაზიანება;
  • ფიზიკური ვარჯიში.

 

მუხლის არეში ტკივილს ადამიანები აღწერენ შემდეგი სიტყვებით:

  • მუდმივი ტკივილი და დისკომფორტი;
  • გამჭოლი ტკივილი მუხლის მოძრაობისას;
  • ყრუ წვის შეგრძნება;
  • შეხებისას შეიგრძნობა შეშუპება.

 

წყარო: 

https://www.healthline.com/health/chronic-knee-pain