ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ კისრის შეშუპების შესახებ.
კისრის შეშუპება ყალიბდება კისერში ლიმფური კვანძების გადიდების გამო. ამ მდგომარეობისას შესამჩნევია სითხე და ანთებითი პროცესი კისრის ქსოვილებში.
გამომწვევი მიზეზებია ბაქტერია, კიბო, ვირუსი.
სხვა გამომწვევი მიზეზებია:
- ყურის ინფექცია;
- სინუსური ინფექცია;
- დენტალური ინფექცია;
- ბაქტერიული ინფექცია;
- მონონუკლეოზი;
- კანისა და ჭრილობის ინფექცია;
- წითელა;
- ტონზილიტი;
- იმუნური სისტემის დარღვევები;
- ავტოიმუნური დაავადებები;
- ტრავმა კისრის არეში.
თავისთავად, კისრის შეშუპება მნიშვნელოვნად აქვეითებს პიროვნების ყოველდღიური ცხოვრების რიტმს. აუცილებელია დროულად მიმართოთ ექიმს - მკურნალობის კურსი შეიძლება მოიცავდეს ფიზიოთერაპიას, სამკურნალო მასაჟსა და სხვა მეთოდებს.
გამომწვევი მიზეზიდან გამომდინარე ადამიანს შეიძლება აწუხებდეს შემდეგი სიმპტომები:
- სურდო;
- ლიმფური კვანძების შეშუპება;
- სიცხე;
- ღამის ოფლიანობა;
- ყლაპვის გაძნელება;
- ყურის ტკივილი;
- ყელის ტკივილი;
- სუნთქვის გაძნელება;
- გადაღლილობა.
წყარო: