ძვალკუნთოვანი სისტემა ორგანიზმის საყრდენი სტრუქტურაა.
იგი შედგება ძვლებისგან, კუნთებისგან, სახსრებისგან, შემაერთებელი ქსოვილებისგან - ეს სისტემა გეხმარებათ მოძრაობაში.
არააქტიური ცხოვრების წესის გამო მისი ფუნქცია ქვეითდება. ძვალკუნთოვანი სისტემა სუსტდება ასაკის მატებისა და ტრავმების, ასევე დაავადებების ფონზე. ძვალკუნთოვანი სისტემის სიმტკიცისა და სიჯანსაღისთვის აუცილებელია რეგულარული ვარჯიში. ძვალკუნთოვან სისტემას აკონტროლებს ნერვული სისტემა.
ძვალკუნთოვანი სისტემის ფუნქციებია:
- სხეულს ფორმას აძლევს;
- იჭერს სხეულის წონას;
- გეხმარებათ მოძრაობაში;
- სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს დაზიანებისგან იცავს;
- იმარაგებს აუცილებელ მინერალებს;
- წარმოქმნის თეთრ და წითელ სისხლის უჯრედებს;
- კუნთების მოძრაობით სუნთქვის პროცესს ოპერირებს.
მსოფლიოს მასშტაბით, სტატისტიკის მიხედვით, ძვალკუნთოვანი სისტემის დაავადებები შრომის უნარის დაქვეითების ყველაზე გავრცელებული მიზეზია.
ძვალკუნთოვანი სისტემის ჯანმრთელობისთვის მოწოდებულია:
- უარი თქვით თამბაქოზე;
- გააკეთეთ გაწელვები, გაჭიმვები;
- აკონტროლეთ არტერიული წნევა და ქოლესტეროლი;
- ზედმეტი წონის შემთხვევაში დაიკელით;
- აუცილებელია მშვიდი ძილი;
- უნდა გქონდეთ სხეულის კარგი პოზა.
წყარო:
https://www.verywellhealth.com/the-musculoskeletal-system-what-is-it-189651