ყბის ჩაკეტვა - რა იწვევს ყბის გაშეშებას, საღეჭი კუნთების სპაზმს?

ყბის ჩაკეტვა - რა იწვევს ყბის გაშეშებას, საღეჭი კუნთების სპაზმს?

რა არის ყბის ჩაკეტვა?

ყბის ჩაკეტვა, ასევე ცნობილია როგორც ტრიზმი, ყალიბდება მაშინ, როდესაც ყბის კუნთები მტკივნეულად იკუმშება და კისერი მოძრაობის უნარს ზღუდავს - ჯაჭვური რეაქციის ფინალი ჩაკეტვაა, დიახ, ზუსტად ასე გამოიყურება პირის ღრუ მწვავე სპაზმის დროს.

ყბის ჩაკეტვის გამო ადამიანს უჭირს პირის მთლიანად გაღება. ყბის გაშეშება უეცრად ვლინდება და სიმპტომები პიკს აღწევს რამდენიმე საათში.

ყბის ჩაკეტვის ფონზე პაციენტს უვლინდება სხვა სიმპტომები, კერძოდ:

  • თავის ტკივილი;
  • ყბის ტკივილი;
  • ყბის შეშუპება;
  • ტკივილი კისრის არეში;
  • ყურის ტკივილი;
  • კუნთის სპაზმი.

საღეჭი კუნთების ძლიერი სპაზმისას ადამიანი ვერ საუბრობს, გარშემომყოფებთან ვერბალურ კომუნიკაციას ვერ ახერხებს. სამწუხაროდ, ირღვევა ყლაპვის პროცესიც.

ყბის ჩაკეტვიდან ერთი დღის შემდეგ ზიანი ადგება ორალურ ჯანმრთელობასაც, რადგან პაციენტი ვერ ახერხებს კბილების გამოხეხვას, ანუ აუცილებელი ჰიგიენის დაცვას, ასევე ვერ ყლაპავს ნერწყვს ნორმალურად. მოსალოდნელია პირის ღრუს სიმშრალე და ანთებითი პროცესის განვითარება, წყლულების წარმოქმნა პირის ღრუში.

ყბის ჩაკეტვის მიზეზებია:

  • ტეტანუსი;
  • ტრავმა;
  • პერიოდონტალური ინფექცია;
  • ზოგიერთი მედიკამენტის ერთგვარი გვერდითი ეფექტი;
  • საფეთქლისა და ქვედა ყბის სახსრის დარღვევები.

 

 

 

წყარო:

https://www.verywellhealth.com/what-is-lockjaw-4082980