გარდამავალი იშემიური შეტევა - გამაფრთხილებელი ნიშანი ინსულტამდე
გარდამავალი იშემიური შეტევა ჩნდება მაშინ, როდესაც ტვინისკენ სისხლის მიმოქცევის ფიზიოლოგიური პროცესი ირღვევა. პათოლოგიისთვის დამახასიათებელია ისეთივე ნიშნები, როგორიც ინსულტის დროს ფიქსირდება.
გარდამავალი იშემიური შეტევა რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდება და არ იწვევს ხანგრძლივ დაზიანებას. თუმცა იგი შეიძლება განვიხილოთ როგორც საყურადღებო, ერთგვარი გამაფრთხილებელი ნიშანი, რადგან თუ სტატისტიკას გადავავლებთ თვალს აღმოვაჩენთ, რომ გარდამავალი იშემიური შეტევის გადატანისას ყოველი 3 პირიდან ერთს ინსულტი უვითარდება, ხოლო ნახევარს ინსულტი არტყამს ერთი წლის განმავლობაში. სწორედ ამიტომ ექიმები გარდამავალ იშემიურ შეტევას მინი ინსულტსაც უწოდებენ.
ფაქტობრივად, გარდამავალი იშემიური შეტევა არის როგორც მოსალოდნელი ინსულტის მანიშნებელი და ასევე შანსი, რომ პაციენტმა თავიდან აირიდოს ინსულტი (ექიმი შეძლებს დანიშნოს ინსულტის საპრევენციო, საპროფილაქტიკო კურსი).
გარდამავალი იშემიური შეტევა მიმდინარეობს რამდენიმე წუთის განმავლობაში და სიმპტომთა უმეტესობა ქრება ერთი საათის მანძილზე. იშვიათ კლინიკურ შემთხვევებში სიმპტომები გრძელდება 24 საათის განმავლობაში.
სიმპტომები ყალიბდება მოულოდნელად და ეს ნიშნებია:
- სისუსტე, დაბუჟება, პარალიზი სახისა თუ კიდურების არეში და ძირითადად, სხეულის ერთ მხარეს;
- ბუნდოვანი მეტყველება;
- ბუნდოვანი მხედველობა ან მხედველობის დაკარგვა ერთ, ან ორივე თვალში;
- თავბრუსხვევა;
- ბალანსისა თუ კოორდინაციის დაკარგვა.
გარდამავალი იშემიური შეტევის პრევენციისთვის მოწოდებულია ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ზოგადად აუცილებელია სხვა პათოლოგიისგან თავის ასარიდებლად - ეფექტურია ჯანსაღი ცხოვრება და სხეულის რეგულარული შემოწმება (მონიტორინგი მაშინაც კი, როდესაც ადამიანი პრაქტიკულად ჯანმრთელია, ანუ არაფერი აწუხებს).
რეკომენდებულია:
- უარი თამბაქოზე;
- ქოლესტეროლისა და ცხიმის ლიმიტი;
- რაციონში დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული;
- მაქსიმალურად შეზღუდეთ მარილის დოზა;
- რეგულარული ვარჯიში;
- აკონტროლეთ ალკოჰოლის რაოდენობა;
- შეინარჩუნეთ ჯანსაღი, ნორმალური წონა;
- არ მიიღოთ ნარკოტიკი;
- აკონტროლეთ დიაბეტი და მაღალი არტერიული წნევა.
წყარო: