ფიბრომუსკულარული დისპლაზია

ფიბრომუსკულარული დისპლაზია

რა არის ფიბრომუსკულარული დისპლაზია?

ეს არის დაავადება, რომლის დროსაც არტერიის კედლებში პათოლოგიური უჯრედები იზრდება. მწვავე კლინიკურ შემთხვევებში ფიბრომუსკულარული დისპლაზიის გამო ყალიბდება ანევრიზმა და ინსულტი.

დიაგნოზი განსაკუთრებით ხშირია 40-დან 70 წლამდე ასაკის ქალებში.

მეცნიერებისთვის უცნობია ზუსტი სტატისტიკა, რადგან ბევრ ადამიანს სიმპტომები არ უვლინდება, ხოლო ხშირ შემთხვევაში ფიბრომუსკულარული დისპლაზიით ავადობა დასტურდება სრულიად შემთხვევით, სხვა ჩივილისა თუ პათოლოგიის დიაგნოსტირების დროს.

ფიბრომუსკულარული დისპლაზიის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში კავშირი იკვეთება შემდეგ რისკ-ფაქტორებთან:

  • გენეტიკა;
  • ჰორმონები;
  • ტრავმა არტერიის კედელში;
  • მდგომარეობა გამწვავდა თამბაქოს გამო.

ზოგიერთ პაციენტს უვლინდება სიმპტომები და ეს ნიშნებია:

  • უცნაური ხმაური კისერსა თუ მუცელში (ექიმი ამ ხმას იგებს სტეტოსკოპით, როდესაც სისხლის მიმოქცევას უსმენს);
  • თავბრუსხვევა;
  • მაღალი არტერიული წნევა;
  • შაკიკის თავის ტკივილი;
  • კისრის ტკივილი;
  • ყურებში წკრიალის ხმა.

 

წყარო:   

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/17001-fibromuscular-dysplasia-fmd