რა ფუნქცია აკისრია კაროტიდულ არტერიას?

რა ფუნქცია აკისრია კაროტიდულ არტერიას?

რა არის კაროტიდული არტერია?

კაროტიდული არტერია სისხლძარღვია, რომელიც ტვინს სისხლითა და ჟანგბადით ამარაგებს.

კაროტიდული არტერიული დაავადება გავრცელებული, სერიოზული პათოლოგიაა, რომელიც ამ არტერიებს აზიანებს. დაავადება ჩნდება მაშინ, როდესაც კაროტიდული არტერია ფოლაქებით ივსება. შედეგად ტვინი ვეღარ მარაგდება სისხლით, რაც ინსულტის რისკის მანიშნებელია.

ცხოვრების წესის ცვლილება და მედიკამენტური თერაპია მდგომარეობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს, შესაბამისად, ნებისმიერი შესაძლო გართულების ეფექტური საპრევენციო საშუალებაა.

კაროტიდული არტერია სისხლის მიმოქცევის სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია - მისი მეშვეობით, ტვინი, სახე და კისერი აუცილებელი ჟანგბადითა და სისხლით მარაგდება.

კაროტიდული არტერიის დაზიანების მიზეზი ხდება შემდეგი პათოლოგიები:

  • კაროტიდული არტერიის დაავადება;
  • კაროტიდული არტერიის ანევრიზმა;
  • კაროტიდული არტერიის დისექცია;
  • ფიბრომუსკულარული დისპლაზია.

გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება შემდეგი სიმპტომების დროს:

  • სახის ერთი ნაწილის ჩამოწევა ან პარალიზი;
  • ბუნდოვანი მეტყველება ან სიტყვების ფორმირების პრობლემა;
  • მხედველობის უეცარი დაკარგვა ერთ ან ორივე თვალში;
  • კუნთის სისუსტე;
  • სხეულის ერთ ან ორივე არეში შეგრძნების დაკარგვა.

 

წყარო:  

https://my.clevelandclinic.org/health/body/21492-carotid-artery