სუნთქვის უკმარისობა - გამომწვევი მიზეზები

სუნთქვის უკმარისობა - გამომწვევი მიზეზები

სუნთქვის უკმარისობას სამედიცინო ენაზე დისპნოე ეწოდება.

ამ დროს ადამიანს ისეთი შეგრძნება აქვს თითქოს ჰაერი არ ჰყოფნის, ფილტვებში ჟანგბადი არ აქვს ან ჩასუნთქვა უწევს მაშინ, როცა ნორმალურად ჯერ არ ამოუსუნთქავს. დიახ, ძალიან უსიამოვნო შეგრძნებაა და ხშირად, შიშის ფონზე მდგომარეობა უფრო მეტად მძიმდება.

სუნთქვის უკმარისობა არაერთი მდგომარეობის სიმპტომია.

სუნთქვის უკმარისობა მწვავეა თუ ფიქსირდება რამდენიმე საათისა თუ დღის განმავლობაში, მაგრამ ქრონიკულია, როდესაც გაწუხებთ 4-8 კვირაზე მეტხანს.

სუნთქვის უკმარისობის მიზეზი შეიძლება იყოს ისეთი გარემოებები როგორიცაა:

  • მაღალმთიან რეგიონში ყოფნა;
  • დაბინძურებული ჰაერი სმოგისა თუ მხუთავი აირის გამო;
  • ჰაერის ექსტრემალური ტემპერატურა;
  • ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა.

მწვავე ან ქრონიკული სუნთქვის უკმარისობის მიზეზი შეიძლება იყოს შემდეგი დაავადებები:

  • ალერგია;
  • ანემია;
  • ასთმა;
  • გულის უკმარისობა;
  • ქრონიკული ობსტრუქციული პულმონარული დაავადება;
  • გილიან-ბარის სინდრომი;
  • ინფარქტი;
  • არითმია;
  • გულის დაავადება;
  • ფილტვის დაავადება;
  • სიმსუქნე;
  • პნევმონია;
  • პულმონარული ედემა;
  • პულმონარული ემბოლიზმი;
  • პულმონარული არტერიული ჰიპერტენზია;
  • ტუბერკულოზი და სხვა.

ზოგჯერ სუნთქვის უკმარისობის მიზეზია ხანგრძლივი დროით ჯდომა და განსაკუთრებით მაშინ თუ სხეულის ცუდი პოზა გაქვთ შერჩეული.

წყარო:  

https://www.healthline.com/health/what-does-shortness-of-breath-feel-like