ზოგადად, უმჯობესია ძილის წინ არაფერი მიირთვათ, მაგრამ თუ წახემსებაზე უარს ვერ ამბობთ უპირატესობა ჯანსაღ პროდუქტს მიანიჭეთ.
ფაქტია, რომ გვიან საღამოს შერჩეული რაციონი სერიოზულ გავლენას ახდენს ძილის ხარისხზე და ხშირად უძილობის მიზეზი ხდება.
ვიდრე საკვებზე ვისაუბრებთ სასმელზეც გავაკეთოთ კომენტარი. ლანჩის შემდეგ კოფეინის შემცველი სასმელი არ დალიოთ. საღამოს, ძილის წინ უარი უნდა თქვათ ენერგეტიკულ სასმელებზეც.
რთული სამუშაო დღის შემდეგ, სახლში, გასართობი ტელეგადაცემის ფონზე ალკოჰოლის მიღება ბევრი ადამიანისთვის რელაქსაციის მეთოდია, თუმცა ერთი უარყოფითი ფაქტორი გავიწყდებათ, კერძოდ, ალკოჰოლური სასმელი ღამით გამოგაფხიზლებთ, შესაბამისად, მეორე დილით ძილიანობასა და ცუდ განწყობას ვერაფრით მოერევით.
წყალი ორგანიზმისთვის და ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, თუმცა ეს სასარგებლო სასმელი დღის განმავლობაში მიიღეთ. არ დალიოთ დიდი რაოდენობით წყალი გვიან საღამოს, რადგან ღამით საპირფარეშოთი სარგებლობა მოგიწევთ და დიდი ალბათობით ხელახლა დაძინება გაგიჭირდებათ.
ძილის წინ არ მიირთვათ:
- პომიდორი;
- ჩიპსი;
- შოკოლადი;
- ცხიმიანი კერძები;
- ხახვი;
- შაქრის შემცველი პროდუქტები.
წყარო:
https://northfloridasleepsolutions.com/10-worst-foods-to-eat-before-bed/