ვაზოსპაზმი - არტერიის შეკუმშვა

ვაზოსპაზმი - არტერიის შეკუმშვა

რა არის ვაზოსპაზმი?

ვაზოსპაზმი არის არტერიის შეკუმშვა, რომელიც იმაზე დიდხანს გრძელდება, ვიდრე ნორმალური შევიწროებისას.

ვაზოსპაზმი შეიძლება განვიარდეს სხეულის ნებისმიერ უბანში, თუმცა დიაგნოზი გაცილებით ხშირია გულსა და ტვინში. 

როდესაც სისხლძარღვი ვიწროვდება ორგანოები და ქსოვილები ვეღარ მარაგდება საჭირო ჟანგბადით. 

მედიკამენტური თერაპიით შესაძლებელია ყველა ტიპის ვაზოსპაზმის მკურნალობა.

ვაზოსპაზმის სიმპტომები განსხვავებულია და დამოკიდებულია იმაზე თუ რომელ არეში ჩამოყალიბდა, განვიხილოთ დეტალურად. 

გულის ვაზოსპაზმის ნიშნებია:

• გულის გაჩერება; 
• გულის წასვლა; 
• სტაბილური ანგინა; 
• მწვავე კორონარული სინდრომი. 

ცერებრალური (ტვინის) ვაზოსპაზმი: 

• უეცარი, მწვავე თავის ტკივილი, რომელიც რამდენიმე წამში მწვავდება; 
• ძილიანობა; 
• ადამიანს უჭირს კიდურის ან სხეულის რომელიმე ნაწილის მოძრაობა. 

თითის ვაზოსპაზმი: 

• სიცივე ან დაბუჟება; 
• კანის ფერის ცვლილება; 
• ჩხვლეტის შეგრძნება. 

დვრილის ვაზოსპაზმი: 

• დვრილის ტკივილი; 
• დვრილის ფერის ცვლილება (ხდება წითელი, ლურჯი ან იისფერი).

ვაზოსპაზმის რისკის შემცირების მეთოდი ისეთივეა როგორიცაა მოწოდებული გულისა და სისხლძარღვის ზოგადი ჯანმრთელობისთვის, კერძოდ: 

• უარი თამბაქოზე; 
• უარი ნარკოტიკზე; 
• მაღალი წნევის მართვა; 
• დიაბეტი ტიპი ორის მართვა; 
• ალკოჰოლის ლიმიტი; 
• ქოლესტეროლის გაკონტოლება.