რას ნიშნავს ჰიპერვენტილაცია?
ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც იმაზე მეტს ამოისუნთქავთ, ვიდრე ჩაისუნთქავთ. ამ პროცესისას ადამიანი სწრაფად და ღრმად სუნთქავს.
ჩნდება შემდეგი სიმპტომები:
- სისუსტე, თავბრუსხვევა;
- კონცენტრაციის უნარის დარღვევა;
- სუნთქვის უკმარისობა;
- გულმკერდის ტკივილი;
- სწრაფი გულისცემა;
- პირის სიმშრალე;
- თავის ტკივილი;
- დაბუჟება და ჩხვლეტის შეგრძნება პირის გარშემო ან მკლავებში;
- კუნთების სპაზმი კიდურებში.
ჰიპერვენტილაცია ყალიბდება შემდეგი ფსიქოლოგიური ფაქტორების ფონზე:
- შიში, ფობია;
- შფოთვა;
- პანიკური შეტევა;
- სტრესი.
ჰიპერვენტილაცია ყალიბდება შემდეგი ფიზიკური ფაქტორების ფონზე:
- სისხლდენა;
- ფილტვის დაავადება;
- ასთმა;
- გულის უკმარისობა;
- ინფარქტი;
- ტვინის ტრავმული დაზიანება;
- ფილტვების ანთება;
- სეფსისი;
- მეტაბოლური აციდოზი;
- დიაბეტური კეტოაციდოზი;
- ორსულობა;
- მწვავე ტკივილი;
- ზღვის დონიდან ზედმეტად მაღალი რეგიონი.
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში, როგორც წესი, სტრესითა თუ შფოთვით განპირობებული ჰიპერვენტილაცია არ არის საშიში.
თუმცა იშვიათად, მაგრამ მაინც ძლიერი ჰიპერვენტილაციის გამო მოსალოდნელია ადამიანმა გონება დაკარგოს, რაც თავისთავად წაქცევისა და ტრავმის რისკს ზრდის.
თუ ჰიპერვენტილაცია ფიზიკური ფაქტორითაა გამოწვეული, ანუ ტრავმისა და დაავადების გამოა განვითარებული, შესაძლოა საშიში იყოს და გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას საჭიროებდეს (მსგავს შემთხვევაში საყურადღებო და სამართავია გამომწვევი მიზეზი).
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/hyperventilation