რა არის ორგანოს უკმარისობა?
ორგანოს უკმარისობა ნიშნავს იმას, რომ ერთმა ან რამდენიმე ორგანომ ფუნქციონირების უნარი დაკარგა. ეს შედეგი შეიძლება დადგეს მოულოდნელად ან პროცესი დროში გაიწელოს, ანუ დროთა განმავლობაში პროგრესირდეს. მსგავს კლინიკურ შემთხვევებში აუცილებელია ორგანოს ტრანსპლანტაცია ან დროებით იმ სამედიცინო აპარატურის გამოყენება, რომელიც ორგანიზმს სიცოცხლისუნარიანობას შეუნარჩუნებს.
სიცოცხლისთვის აუცილებელი ორგანოებია:
- ღვიძლი;
- თირკმელი;
- გული;
- ტვინი;
- ფილტვი;
- წვრილი ნაწლავი.
ორგანოს უკმარისობის ძირითადი სიმპტომებია:
- საერთო სისუსტე, დაღლილობა, გულის წასვლა;
- კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, დაბნეულობა;
- უმადობა;
- გულისრევა და ღებინება;
- სწრაფი სუნთქვა;
- აჩქარებული, არარეგულარული გულისცემა;
- კანკალი;
- შეშუპება;
- მუდმივი ტკივილი გულმკერდისა თუ მუცლის არეში.
გავრცელებული გამომწვევი მიზეზებია:
- ქრონიკული დაავადებები;
- ძლიერი ტრავმა;
- ტოქსინები;
- ორგანო ვეღარ მარაგდება სისხლითა და ჟანგბადით.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/24679-organ-failure