ჰიპოვოლემიური შოკი - როდესაც ორგანიზმი დიდი რაოდენობით სისხლსა და სითხეს კარგავს

ჰიპოვოლემიური შოკი - როდესაც ორგანიზმი დიდი რაოდენობით სისხლსა და სითხეს კარგავს

რა არის ჰიპოვოლემიური შოკი?

ჰიპოვოლემიური შოკი სერიოზული სამედიცინო მდგომარეობაა და სასწრაფო სამედიცინო ჩარევას საჭიროებს.

შოკური პროცესის დროს ორგანიზმი დიდი რაოდენობით სისხლსა თუ სითხეს კარგავს, შესაბამისად, ორგანოები ვეღარ მარაგდება ჟანგბადითა და მკვებავი ნივთიერებებით. ამ პროცესის გამო მნიშვნელოვნად იზრდება ორგანოთა უკმარისობის რისკი, შესაბამისად, სავსებით მოსალოდნელია პაციენტი დაიღუპოს. მსგავს კლინიკურ შემთხვევაში ფატალური შედეგის პრევენციის ერთადერთი საშუალება დროული მკურნალობაა.

ჰიპოვოლემიური შოკი დგება მაშინ, როდესაც პაციენტი კარგავს სისხლის 20%-ზე მეტს - ზოგჯერ ვითარდება ჭარბი რაოდენობით სითხის დანაკარგისას (მწვავე დიარეის, ოფლიანობისა თუ ღებინების ფონზე). ჰიპოვოლემიური შოკი შესაძლოა განუვითარდეს ნებისმიერ პირს, რომელსაც ტრავმული ავტოავარია შეემთხვა და ბევრი სისხლი დაკარგა.

ჰიპოვოლემიური შოკის 4 სტადია არსებობს, კერძოდ:

  • პირველი სტადია - სისხლის 15% დაკარგეთ. ამ დანაკარგის მიუხედავად სავსებით მოსალოდნელია არტერიული წნევა და გულისცემა ნორმაში გქონდეთ;
  • მეორე სტადია - სისხლის დანაკარგი შეადგენს 15-დან 30%-მდე და პაციენტის გულისცემა აჩქარებულია, ასევე სუნთქავს სწრაფად;
  • მესამე სტადია - დაკარგეთ სისხლის 30-40%, სისხლის წნევა ძალიან დაბალია, გულისცემა და სუნთქვა აჩქარებული, ვეღარ ახერხებთ მეტი შარდის წარმოქმნას;
  • მეოთხე სტადია - დაკარგეთ სისხლის რაოდენობის 40%-ზე მეტი. არტერიული წნევა დაბალია, გულისცემა მაღალი. ორგანიზმი წარმოქმნის ძალიან მცირე რაოდენობის შარდს ან საერთოდ ვეღარ გამოიმუშავებს.  

ჰიპოვოლემიური შოკის სიმპტომებია:

  • სწრაფი სუნთქვა;
  • შფოთვა, დაბნეულობა;
  • ძლიერი ოფლიანობა;
  • გულის წასვლის შეგრძნება, გონების დაკარგვა;
  • გრილი კანი;
  • სისუსტე;
  • დაბალი წნევა და სიცხე;
  • სწრაფი პულსი.

 

წყარო:  

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/22795-hypovolemic-shock