რა სიმპტომებით ვლინდება დაბალი არტერიული წნევა?
დაბალი არტერიული წნევა ნიშნავს იმას, რომ წნევა ნორმაზე დაბალია. ეს დიაგნოზი მიუთითებს, რომ გული, ტვინი და სხეულის სხვა ორგანოები საკმარისი რაოდენობით სისხლს ვერ იღებენ.
დაბალ არტერიულ წნევას სამედიცინო ენაზე ჰიპოტენზია ეწოდება.
დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
- ბუნდოვანი მხედველობა;
- დაბნეულობა;
- თავბრუსხვევა;
- გულის წასვლის შეგრძნება;
- გულისრევა ან ღებინება;
- ძილიანობა;
- სისუსტე.
ხანდაზმულ პირებში დაბალი არტერიული წნევის გამო მნიშვნელოვნად იზრდება წაქცევის, შესაბამისად, კიდურის მოტეხილობის რისკი - თავისთავად, მსგავსი ტრავმული დაზიანება მნიშვნელოვნად აქვეითებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს, ამძიმებს ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას.
როდესაც სისხლში წნევა უეცრად და მწვავე დოზით ეცემა ორგანიზმი ჟანგბადის ნაკლებობას განიცდის. ამ პროცესის ფონზე ზიანდება გული, ტვინი და სხვა ორგანოები.
გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება შემდეგი სიმპტომების დროს:
- შავი ფერის განავალი;
- გულმკერდის ტკივილი;
- თავბრუსხვევა;
- გონების დაკარგვა;
- მაღალი სიცხე;
- არარეგულარული გულისცემა;
- სუნთქვის უკმარისობა.
წყარო: