სარძევე ჯირკვლის კისტა

სარძევე ჯირკვლის კისტა

რა არის ძუძუს კისტა.

სარძევე ჯირკვლის კისტა სითხით სავსე წარმონაქმნია ძუძუში. როგორც წესი, არ არის სიმსივნური წარმოშობის. შეიძლება გქონდეთ როგორც ერთი, ისე რამდენიმე ძუძუს კისტა. შეხებისას შეიგრძნობა ყურძნის მარცვლის ფორმა ან წყლით სავსე ბურთულა.

სარძევე ჯირკვლის კისტა მკურნალობას საჭიროებს მაშინ, როდესაც დიდი ზომისაა, იწვევს ტკივილსა და დისკომფორტს. მსგავს კლინიკურ შემთხვევებში სიმპტომის შესამსუბუქებლად მოწოდებულია ძუძუს კისტიდან სითხის დრენირება.

მკერდის კისტა შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკში, თუმცა დიაგნოზი გაცილებით ხშირია მენოპაუზამდე (50 წლამდე) ან პოსტმენოპაუზურ პერიოდში, როცა ქალი იღებს ჰორმონულ თერაპიას.

დამახასიათებელი სიმპტომებია:

  • გლუვი, ადვილად მოძრავი მრგვალი ან ოვალური წარმონაქმნი მკერდში;
  • გამჭირვალე, ყვითელი ან მუქი ყავისფერი გამონადენი დვრილიდან;
  • მკერდის ტკივილი იმ არეში, სადაც წარმონაქმნი შეიგრძნობა;
  • ციკლამდე წარმონაქმნი ზომაში იზრდება და მკერდის არეში მომატებულია მგრძნობელობა;
  • ციკლის დასრულების შემდეგ კისტა ზომაში მცირდება და სხვა სიმპტომებიც ქრება.

როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს თუ შეამჩნიეთ ახალი წარმონაქმნი, რომელიც არ ცხრება, ზომაში იზრდება ან კვლავ გაქვთ ერთი, ან ორი მენსტრუალური ციკლის შემდეგ.

აუცილებლად გაიარეთ ექიმის კონსულტაცია იმ შემთხვევაშიც თუ ერთ ან ორივე მკერდზე კანის ფერი შეიცვალა.

ექსპერტებისთვის ძუძუს კისტის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა მედიკოსები ფიქრობენ, რომ ხელშემწყობი ფაქტორი ყოველთვიური მენსტრუაციის გამო ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული ცვლილებებია.

 

წყარო:  

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/breast-cysts/symptoms-causes/syc-20370284