ხმაური და ჯანმრთელობა

ხმაური და ჯანმრთელობა

თუ ფიქრობთ, რომ ხმაური, ხმამაღალი ხმა მხოლოდ ყურისთვისაა მავნებელი, ცდებით.

არაერთ სამეცნიერო ნაშრომზე დაყრდნობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ხმაური უარყოფითად აისახება თითქმის ყველა სისტემასა და ორგანოზე.

ხმაური იწვევს:

  • სმენის დაქვეითებას;
  • ჰიპერმგრძნობელობას ხმაზე;
  • გულსისხლძარღვთა დაავადებებს;
  • მეორე ტიპის დიაბეტს;
  • ძილის პრობლემებს;
  • სტრესს;
  • მენტალურ დარღვევებს;
  • შემეცნებითი უნარის დაქვეითებას;
  • ბავშვებში სწავლის პროცესის დაყოვნებას;
  • ჩვილებში რეკომენდებულზე ნაკლებ სხეულის წონას.

მეცნიერები შეისწავლიან შესაძლო კავშირს დემენციასთანაც.

სტატისტიკის თანახმად, ქრონიკული ხმაური ევროპაში გულის დაავადების 48 000 ახალი შემთხვევის მიზეზია. ხმაური, ხმამაღალი ხმა 6 მილიონ ადამიანს უფრთხობს მშვიდ ძილს.

ექიმები პაციენტებს მოუწოდებენ, რომ მაქსიმალურად შეზღუდონ ხმაურის დონე, მაგალითად, სახლში დაამონტაჟონ ხმის საიზოლაციო მასალები ან ისარგებლონ ყურის საცობით. თუმცა ეს მეთოდები ზოგიერთი ადამიანისთვის ნაკლებად პრაქტიკულია, რადგან თითქმის შეუძლებელია ხმა 100%-ით ჩაახშო თუ ქალაქის ხმაურიან არეში ცხოვრობ.

 

წყარო: 

https://magazine.hms.harvard.edu/articles/noise-and-health