სისხლდენა პირის ღრუდან

სისხლდენა პირის ღრუდან

სისხლდენის მიზეზი შესაძლოა იყოს ჯანმრთელობის როგორც მსუბუქი, ისე სერიოზული პრობლემა.

პირის ღრუდან სისხლდენას შესაძლოა იწვევდეს რესპირატორული თუ საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, კბილების უხეში გამოხეხვა, ტრავმა, ინფექცია, მედიკამენტი და სხვა. განვიხილოთ დეტალურად. 

საჭმლის მომნელებელი სისტემის სიმპტომებია: 

• მუცლის ტკივილი, შეშუპება, შებერილობა; 
• სისხლიანი განავალი; 
• დიარეა; 
• რექტალური სისხლდენა; 
• სისხლის ამოღებინება. 

რესპირატორული სისტემის სიმპტომებია:

• კისრის შეშუპება;
• მოხრჩობის შეგრძნება;
• ძლიერი ხველა; 
• სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელება; 
• ყელის ან კისრის არეში ფერის ცვლილება. 

სხეულის სხვა სისტემის სიმპტომები

• თავბრუსხვევა; 
• გულის წასვლის შეგრძნება; 
• დაღლილობა; 
• ფერმკრთალი კანი; 
• სისუსტე. 

პირის ღრუში სისხლდენის მიზეზი შეიძლება იყოს ღრძილის დაავადება, წყლულები, პირის ღრუს ქსოვილის ტრავმა, დარტყმა გულმკერდის არეში.

მიმართეთ კლინიკას შემდეგი სიმპტომების დროს:

• შეშუპება ან გაგუდვის შეგრძნება; 
• სუნთქვის პრობლემა; 
• სისხლდენა გრძელდება დღეზე მეტხანს; 
• კისრის ან ყელის არეში კანის ფერის გამუქება; 
• კისრის ან ყელის არეში შესამჩნევია სისხლდენის ნიშნები.