უცხოელ ვიზიტორთა ინტერესი ქართული სამედიცინო სერვისის მიმართ მნიშვნელოვნად გაიზარდა

უცხოელ ვიზიტორთა ინტერესი ქართული სამედიცინო სერვისის მიმართ მნიშვნელოვნად გაიზარდა

უახლესი სტატისტიკური მონაცემები უცხოელი ვიზიტორების შესახებ სტატისტიკის სამსახურმა ახლახანს გამოაქვეყნა,

ისტორიულად ცნობილია, რომ საქართველო სტუმართმოყვარე ქვეყანაა და სტუმარ-მასპინძლობა ქართველს სხვა საქმიანობაზე უკეთ გამოსდის, ყველაზე კარგს „საუცხოოს“ უწოდებს ქართველი, რადგან, სწორედ ყველაზე კარგი ემეტება სტუმრისთვის, ხშირად ბოროტად უსარგებლია ქართველის ამ ბუნებით არაკეთილმოსურნე სტუმარს, თუმცა ამას ქართველის ბუნება საუკუნეების განმავლობაში არ შეუცვლია, ამისი დასტურია სტატისტიკური მონაცემები, სადაც ვხედავთ ყოველწლიურ დადებით დინამიკას, ხოლო ბოლო 2018 წელს განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის განაწილება კმაყოფილების დონის მიხედვით,  100-დან 88 ბალით იქნა შეფასებული.

უახლესი სტატისტიკური მონაცემები უცხოელი ვიზიტორების შესახებ სტატისტიკის სამსახურმა ახლახანს გამოაქვეყნა, დადებითი ტენდენცია წელსაც შენარჩუნებულია წინა წლების მსგავსად,  2018 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების  8.7 მილიონი შემოსვლა, რაც 9.8 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 4.8 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 16.9 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტორების უმრავლესობა, 46.3 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 39.7 პროცენტს შეადგენდა.

2018 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი, 42.7 პროცენტი, განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით, მათ  შორის 3% სწორედ  მკურნალობისა და გაჯანსაღების მიზნით ეწვია საქართველოს. განხორციელებული ვიზიტების 72.9 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს, რაც თავის მხრივ ადასტურებს, რომ ვიზიტორთა უმრავლესობა კმაყოფილი ტოვებს ქვეყანას და განმეორებით ვიზიტს გეგმავს ქვეყანაში.

სამედიცინო ტურიზმი საქართველოში მზარდი მიმართულებაა, რადგან ქვეყნის სამედიცინო სერვისის დონე დღითი-დღე მატულობს, მაღალკვალიფიციური კადრების რაოდენობა იზრდება და შესაბამისად სანდოობა ქართული სამედიცინო სერვისის მიმართ უცხოელი პაციენტების მხრიდან ყოველწლიურად დადებითი ტენდენციით მატულობს.