კოფეინზე დამოკიდებულების სიმპტომები

კოფეინზე დამოკიდებულების სიმპტომები

გეცნობათ ეს ნიშნები?

კოფეინზე დამოკიდებულება ნიშნავს იმას, რომ ადამიანი მავნებელი დოზით და ჭარბი რაოდენობით მოიხმარს კოფეინს. 

არომატული ფინჯანი ყავა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, თუმცა ყველაფერს აქვს დოზა და ზღვარი, კოფეინსაც კი. დამოკიდებული ხართ თუ დიდი დოზით მოიხმართ ყავას, კოფეინის შემცველ და ენერგეტიულ სასმელებს.

მავნე მიდრეკილების მიზეზებია გენეტიკა და სურვილი, რომ უენერგიობა და დაღლილობა კოფეინმა შეგიმსუბუქოთ. დიახ, თავიდან ეს ხერხი ეფექტურია, თუმცა ორგანიზმი დოზას იმდენად ეჩვევა, რომ რაოდენობის მომატებას გთხოვთ, რასაც საბოლოოდ უარყოფით შედეგამდე მიჰყავხართ. მაგალითად, შეგიმჩნევიათ, რომ ზედმეტმა დოზა კოფეინმა განწყობის გაუმჯობესების ნაცვლად უძილობა მოგიტანათ?

სტატისტიკურად, ამერიკელთა 90% რეგულარულად სვამს კოფეინს და 8% დამოკიდებულების ზღვარზეა. კოფეინზე დამოკიდებულება აღმოაჩნდათ კოლეჯის სტუდენტთა 28%-ს. 

კოფეინზე დამოკიდებულებისას ჩნდება შემდეგი სიმპტომები:

• თავბრუსხვევა; 
• კანკალის შეგრძნება;
• თავის ტკივილი; 
• მაღალი არტერიული წნევა; 
• ნერვოზულობა; 
• აჩქარებული გულისცემა; 
• ძილის პრობლემები.