იწვევს თუ არა ამინდის მკვეთრი ცვლილება დაავადებებს?
შეიძლება ამ საკითხზე ხშირად არ ფიქრობთ, თუმცა ფაქტია და ექიმებიც ადასტურებენ, რომ კლიმატის ცვლილება სერიოზულ გავლენას ახდენს ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე და ზოგიერთი დაავადების მაპროვოცირებელი ფაქტორია.
ამინდის ცვლილება სერიოზული გამოწვევაა იმუნური და ძვალკუნთოვანი სისტემებისთვის, რადგანორგანიზმი კონკრეტულ კლიმატსაა შეჩვეული და უეცარი ცვლილებისთვის მზად არ არის, ადაპტირება სჭირდება. ყველა ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურია და ყველას სხეული როდი ახერხებს გარემო ცვლილებებთან გამკლავებას.
წარმოგიდგენთ რამდენიმე დაავადებას, რომელიც ამინდის უეცარი ცვლილების ფონზე ყალიბდება:
• ზედა რესპირატორული ტრაქტის ინფექციები;
• ქრონიკული სინუსიტი;
• სეზონური ასთმა;
• სეზონური ალერგია;
• გრიპი და გაციება;
• კუნთისა და სახსრის ტრავმა.
წყარო:
https://www.piedmont.org/living-real-change/can-a-sudden-change-in-the-weather-affect-your-health