რა არის ტეტანუსი?
ტეტანუსის ვაქცინა გიცავთ სიცოცხლისთვის საშიში ბაქტერიული ინფექციისგან - ეს დაავადება აზიანებს ნერვულ სისტემას.
პედიატრებისთვის შედგენილია გაიდლაინი, რომლის მიხედვითაც ბავშვები ამ ვაქცინის რამდენიმე დოზას გეგმიურად იღებენ, ხოლო ზრდასრულებმა ბუსტერი უნდა ჩაიტარონ ყოველ 10 წელში ერთხელ.
ვაქცინა შეჰყავთ მკლავში ან თეძოში. ვაქცინაცია სრულიად უსაფრთხოა და სერიოზული გართულებების მაჩვენებელი იშვიათია.
რა უნდა იცოდეთ ტეტანუსის შესახებ?
ტეტანუსი ძალიან სახიფათო ინფექციაა და სამწუხაროდ, თანამედროვე მედიცინისთვის ამ პათოლოგიის მკურნალობის მეთოდი უცნობია, შესაბამისად, ნებისმიერი შესაძლო გართულებისა თუ ლეტალური შედეგის პრევენციის ერთადერთი საშუალება დროული ვაქცინაციაა.
ინფექციას იწვევს ბაქტერია სახელწოდებით Clostridium tetani. ბაქტერია ბუდობს ნიადაგში, განავალში, ბინძურ ადგილებში. განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოთ თუ იმყოფებით მიტოვებულ სახლებსა და ფარდულებში, ტყეში, ნებისმიერ ისეთ სივრცეში, სადაც დაჟანგული ნივთებია.
თუ კანის საფარვლის მთლიანობა დაირღვა (გაიკაწრეთ, გაიჩხაპნეთ ან გაიჭერით) ლურსმნით ან სხვა ტიპის ჟანგიანი ნივთით სასწრაფოდ აცნობეთ ექიმს და ჩაიტარეთ ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ინფექცია არ არის გადამდები, ანუ ადამიანიდან ადამიანზე არ ვრცელდება.
ტეტანუსის სიმპტომებია:
- გაშეშება, საღეჭი კუნთების სპაზმი (კრუნჩხვის გამო პაციენტს უჭირს ყლაპვა, საუბარი და სუნთქვა);
- აჩქარებული გულისცემა და მაღალი არტერიული წნევა;
- სიცხე და ძლიერი ოფლიანობა;
- თავის ტკივილი;
- კუნთების ისეთი ძლიერი სპაზმი, რომ პაციენტს ეჩვენება თითქოს სხეულში ძვლები ემსხვრევა;
- პარალიზი.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/drugs/24283-tetanus-shot