კოჭის ქრონიკული ტკივილი

კოჭის ქრონიკული ტკივილი

რა იწვევს კოჭის ქრონიკულ ტკივილს და როგორია მკურნალობის მეთოდი?

საუბარია ტკივილსა და დისკომფორტზე, რომელსაც პაციენტი უჩივის კოჭის არეში. კოჭის ქრონიკულ ტკივილთან გაქვთ საქმე თუ ეს სიმპტომი გაწუხებთ 6 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში (რამდენიმე თვისა და თუნდაც წლის მანძილზე).

უცნაურია, თუმცა ბევრი პაციენტი ვერ იხსენებს კონკრეტულ სიტუაციას თუ რა ტიპის ტრავმისას დაეწყო ტკივილი. ამ ჩივილით მიმართვიანობისას პაციენტები ხშირად განმარტავენ, რომ დისკომფორტი პროგრესირდა დროთა განმავლობაში და ტკივილის ინტენსივობამ იმატა.

სიმპტომის განმარტებისას ზოგიერთი პაციენტი ტკივილს აღწერს როგორც მწვავეს, დანის ჩხვლეტის მსგავსს, ხოლო სხვებისთვის დისკომფორტის მიზეზი მხოლოდ ყრუ ტკივილია. ზოგიერთ პაციენტს ტკივილთან ერთად აღენიშნება კოჭის ან მთლიანი ქვედა კიდურის შეშუპება.

როგორც წესი, კოჭის ქრონიკული ტკივილი შემაწუხებელია ძლიერი ფიზიკური აქტივობისა თუ ფეხზე დიდხანს დგომის დროს და ნაკლებად გამაღიზიანებელია მაშინ, როდესაც პაციენტი ზის ან წევს.

ყველაზე გავრცელებული გამომწვევი მიზეზებია:

  • გარკვეული მიზეზების გამო კოჭის დაჭიმულობა სათანადოდ არ განიკურნა;
  • სტრესული მოტეხილობა;
  • დარტყმა, შეჯახება კოჭის არეში;
  • ხრტილის დაზიანება;
  • ართრიტი;
  • ტენდინიტი;
  • ზურგის, ნერვის, იმუნური სისტემის პრობლემები.

დიაგნოსტირება და მკურნალობა

ექიმი შეაფასებს ჩივილს, გადაამოწმებს ანამნეზს და დანიშნავს რენტგენოლოგიურ კვლევას. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში საჭიროა დამატებითი დიაგნოსტიკური კვლევები, ანუ კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.

მკურნალობის მეთოდებია:

  • ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები;
  • ფიზიოთერაპია;
  • გარკვეული დროით სპეციალური ორთოპედიული ფეხსაცმლის ტარება;
  • კორტიკოსტეროიდის ინექცია;
  • თუ ეფექტური არ აღმოჩნდება კონსერვატიული მკურნალობა ექიმი დანიშნავს ქირურგიულ პროცედურას.

წყარო:

https://www.hss.edu/conditions_chronic-ankle-pain.asp