რა არის თირკმლის არტერიის სტენოზი?
იგი იმ ერთი ან რამდენიმე არტერიის შევიწროებაა, რომელიც სისხლს ატარებს თირკმელებში. შევიწროებული არტერიების გამო ფერხდება ჟანგბადით მდიდარი სისხლის მიდინების ფიზიოლოგიური პროცესი.
თირკმლისთვის სისხლის მიმოქცევის ადეკვატური მუშაობა აუცილებელია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ვეღარ გაფილტრავს ნარჩენ პროდუქტებს და ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნაც გაუჭირდება. თირკმელში სისხლის მიმოქცევის უნარის დარღვევისას ზიანდება თირკმლის ქსოვილი და ორგანიზმში იზრდება არტერიული წნევა.
ადრეულ სტადიაზე დაავადება უსიმპტომოდ ყალიბდება, თუმცა პროგრესირებისას უკვე თვალშისაცემია ნიშნები.
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში თირკმლის არტერიის სტენოზის დიაგნოსტირება ხდება სრულიად შემთხვევით, ანუ სულ სხვა დაავადებისა თუ ჩივილის გამოკვლევის დროს.
ექიმს თირკმლის არტერიის სტენოზზე ეჭვი შეაქვს მაშინ თუ:
- მაღალი არტერიული წნევა ჩნდება სრულიად მოულოდნელად ან მწვავდება უმიზეზოდ;
- მაღალი არტერიული წნევა აქვს 30 წლამდე ასაკის პირს;
- არტერიული წნევა გამოუვლინდა 50 წელს გადაცილებულ პირს.
თირკმლის არტერიის სტენოზის პროგრესირებისას ჩნდება შემდეგი სიმპტომები:
- მაღალი არტერიული წნევა, რომლის კონტროლიც რთულია;
- შუილის ხმა, როდესაც სისხლი მიედინება შევიწროებულ სისხლძარღვში;
- შარდში ცილის მომატებული რაოდენობა;
- მაღალი არტერიული წნევის მკურნალობის პროცესში გაუარესდა თირკმლის ფუნქცია;
- შეშუპება ქსოვილებში და სითხის დიდი დოზა.
თირკმლის არტერიის სტენოზი ყალიბდება 2 ძირითადი მიზეზის გამო, კერძოდ:
- თირკმლის არტერია იხშობა ცხიმით, ქოლესტეროლითა და სხვა მავნებელი ფოლაქებით;
- ფიბრომუსკულარული დისფლაქსია - როდესაც არტერიის კედლის კუნთი სათანადოდ არ იზრდება.
რისკ-ფაქტორებია:
- ასაკის მატება;
- მაღალი არტერიული წნევა;
- მაღალი ქოლესტეროლი;
- დიაბეტი;
- სიმსუქნე;
- თამბაქო;
- გულის დაავადებით ავადობის ოჯახური ანამნეზი;
- არააქტიური ცხოვრების წესი.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/renal-artery-stenosis/symptoms-causes/syc-20352777