ორგანიზმში ქოლესტერინის მაღალი დონე და საფრთხე, რომელიც უსიმპტომოდ ყალიბდება

ორგანიზმში ქოლესტერინის მაღალი დონე და საფრთხე, რომელიც უსიმპტომოდ ყალიბდება

რა არის ქოლესტერინი?

მაღალი ქოლესტერინი არის საყურადღებო დიაგნოზი და ნიშნავს იმას, რომ სისხლში ზედმეტად დიდი რაოდენობით ლიპიდები, ანუ ცხიმია.

ორგანიზმს ფუნქციონირებისთვის მხოლოდ ადეკვატური რაოდენობის ლიპიდი სჭირდება და ზედმეტ დოზას უბრალოდ ვერ იყენებს. ეს დარჩენილი, ჭარბი ცხიმი არტერიებში გროვდება და ცხიმოვან დეპოზიტებად, ფოლაქებად გარდაიქმნება. როდესაც არტერია ფოლაქით იხშობა სიცოცხლისთვის საშიში პათოლოგიების ჩამოყალიბების რისკი იზრდება.

სამწუხაროდ, საფრთხე ჩუმად, უსიმპტომოდ პროგრესირებს და ქოლესტერინის დოზის გარკვევა მხოლოდ სისხლის ანალიზითაა შესაძლებელი. წარმოიდგინეთ თუ რა ჩუმ პათოლოგიასთან გვაქვს საქმე, მაგალითად, შეიძლება ადამიანი მარათონის მორბენალი იყოს, მაგრამ სისხლში ქოლესტერინის დოზა სახიფათო ნიშნულზე ჰქონდეს.

მაღალი ქოლესტერინი შეიძლება იყოს როგორც რომელიმე დაავადების სიმპტომი, ისე თავად წარმოადგენდეს პათოლოგიის ხელშემწყობ მიზეზს.

სისხლში ქოლესტერინის დოზის ზრდის პროცესი შესაძლოა დაიწყოს ბავშვობაშიც კი. სწორედ ამიტომ თანამედროვე გაიდლაინების მიხედვით, ქოლესტერინის მაჩვენებლის განსაზღვრა მოწოდებულია ბავშვთა ასაკიდან.

სკრინინგისთვის ქოლესტერინის განსაზღვრა რეკომენდებულია შემდეგი ინტერვალით:

  • 9 წელს გადაცილებულ ბავშვებსა და თინეიჯერებში ყოველ 5 წელში ერთხელ;
  • 45 წლამდე ასაკის მამაკაცებში ყოველ 5 წელში;
  • 45-დან 65 წლამდე ასაკის მამაკაცებში ყოველ 1 ან 2 წელში;
  • 65 წელს გადაცილებულ მამაკაცებში ყოველწლიურად;
  • 55 წლამდე ასაკის ქალებში ყოველ 5 წელში;
  • 55-დან 65 წლამდე ასაკის ქალებში 1 ან 2 წელში ერთხელ;
  • 65 წელს გადაცილებულ ქალებში ყოველწლიურად.

გაითვალისწინეთ, ეს არის ზოგადი გაიდლაინი და სკრინინგის სიხშირე შესაძლოა გაცილებით ინტენსიური აღმოჩნდეს კონკრეტული კლინიკური შემთხვევის შესაბამისად, პაციენტის პირადი თუ ოჯახური ანამნეზის გათვალისწინებით.

სისხლში ქოლესტერინის დონის მომატებას ხელს უწყობს როგორც გენეტიკური წინასწარგანწყობა, ისე ცხოვრების წესი.

რისკ-ფაქტორებია:

  • თამბაქო;
  • ძლიერი სტრესი;
  • ალკოჰოლი;
  • არააქტიური ცხოვრების წესი;
  • კვების რაციონი.

წყარო:  

https://my.clevelandclinic.org/health/articles/11918-cholesterol-high-cholesterol-diseases