კაროტიდული არტერიის დაავადება

კაროტიდული არტერიის დაავადება

რა არის კაროტიდული არტერიის დაავადება?

ეს დაავადება ჩნდება მაშინ, როდესაც სისხლძარღვები (რომელიც სისხლს აწვდის ტვინსა და გულს) ცხიმოვანი დეპოზიტებით, ანუ ფოლაქებით იხშობა. დაავადება ხშირად ხდება ინსულტისა და გარდამავალი იშემიური შეტევის მიზეზი.

კაროტიდული არტერიის დაავადება, როგორც წესი, ნელა პროგრესირებს. მკურნალობისთვის მოწოდებულია ცხოვრების წესის ცვლილება, მედიკამენტური თერაპია და ზოგჯერ აუცილებელი ხდება ქირურგიული ჩარევა.

ადრეულ სტადიაზე პათოლოგია არ ავლენს სპეციფიკურ სიმპტომებს. დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები:

  • უეცარი დაბუჟება ან სისუსტე სახისა თუ კიდურების ერთ არეში;
  • მეტყველების პრობლემა;
  • ბუნდოვანი მხედველობა ერთ ან ორივე თვალში;
  • თავბრუსხვევა ან ბალანსის დაკარგვა;
  • უმიზეზო, მწვავე თავის ტკივილი.

კაროტიდული არტერიის დაავადების რისკ-ფაქტორებია:

  • მაღალი არტერიული წნევა;
  • თამბაქო;
  • დიაბეტი;
  • სისხლში ცხიმის მაღალი დონე;
  • ათეროსკლეროზითა თუ კორონარული არტერიული დაავადებით ავადობის ოჯახური ანამნეზი;
  • ასაკის მატება;
  • სიმსუქნე;
  • ძილის აპნოე;
  • არააქტიური ცხოვრების წესი.

 

 

წყარო:  

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/carotid-artery-disease/symptoms-causes/syc-20360519