როდესაც სისხლძარღვის კედელში აზოტის ოქსიდის აირის დაბალი რაოდენობაა

როდესაც სისხლძარღვის კედელში აზოტის ოქსიდის აირის დაბალი რაოდენობაა

რა არის ენდოთელიალური დისფუნქცია?

ენდოთელიალური დისფუნქცია არის დიაგნოზი, რომელიც ნიშნავს იმას, რომ სისხლძარღვის კედლებში აზოტის ოქსიდის აირის დაბალი შემცველობაა. ამ დროს თქვენი არტერიები ვიწროვდება, ვლინდება ანგინა ან გულმკერდის ტკივილი. ეს პათოლოგია მნიშვნელოვნად ზრდის კარდიოვასკულარული დაავადების, ათეროსკლეროზისა და მაღალი არტერიული წნევის რისკს.

აუცილებელია დროული დიაგნოსტირება - ცხოვრების სტილის ცვლილებითა და მედიკამენტური თერაპიით სიმპტომების მართვა, პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, პათოლოგიის მკურნალობა შესაძლებელია.

ენდოთელიალური დისფუნქციისას ზიანდება ენდოთელიუმი. იგი უჯრედების თხელი შრეა, რომელიც ამოფენილია სისხლძარღვების შიდა არეში. დისფუნქცია ნიშნავს იმას, რომ უჯრედები სათანადოდ არ ფუნქციონირებს.

აზოტის ოქსიდის აირის დაბალი შემცველობის გამო შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი დარღვევები:

  • მაღალი არტერიული წნევა;
  • ათეროსკლეროზი;
  • თრომბი.

დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

  • ანგინა;
  • გულმკერდის ტკივილი;
  • ძლიერი დაღლილობა;
  • სუნთქვის უკმარისობა.

ენდოთელიალური დისფუნქციის რისკ-ფაქტორებია:

  • დიაბეტი;
  • არტერიული ჰიპერტენზია;
  • სისხლში შაქრის მაღალი დონე;
  • მაღალი ქოლესტეროლი;
  • მეტაბოლური სინდრომი;
  • თამბაქო;
  • სიმსუქნე;
  • ანამნეზში ავტოიმუნური დაავადება.

წყარო: 

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/23230-endothelial-dysfunction