მიოკიმია

მიოკიმია

რა არის მიოკიმია?

მიოკიმია კუნთის უნებლიე მოძრაობაა, რომელიც შესამჩნევია კანზე.

მიოკიმია სავსებით შესაძლებელია გამოვლინდეს ფიზიოლოგიურად, პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში ან სახის თუ კიდურის მიოკიმიის ფორმით. ასევე ხშირია ქუთუთოს კუნთის სპაზმი.

მიოკიმიის მიზეზია ერთი ან მეტი მოტორული უჯრედის ჰიპერაქტივაცია. მოტორული უჯრედი კუნთის შეკუმშვას აკონტროლებს. მოტორული უჯრედი შეიცავს მოტორულ ნეირონსა და ჩონჩხის კუნთის ბოჭკოებს.

ქუთუთოს მიოკიმია (ქუთუთოს კრუნჩხვითი შეკუმშვა) გავრცელებულია ჯანმრთელ პირებში და გამომწვევი მიზეზებია:

  • სტრესი;
  • დაღლილობა;
  • კოფეინი;
  • უძილობა.

თუ მიოკიმია ჩნდება სახეზე, როგორც წესი, მოიცავს თვალის ორბიკულურ კუნთს. იშვიათად რომ სახის მიოკიმია სახის ნერვის დაზიანების ფონზე გამოვლინდეს.

რაც შეეხება კიდურის მიოკიმიას იგი ყოველთვის იმ დაავადების შედეგია, რომელიც მოტორული ნერვის ფუნქციას აზიანებს.

კიდურის მიოკიმიას შესაძლოა იწვევდეს შემდეგი დარღვევები:

  • რადიკულოპათია;
  • მედიანური ნეიროპათია;
  • გაფანტული სკლეროზი;
  • გილიან-ბარის სინდრომი;
  • ურემია;
  • თირეოტოქსიკოზი და სხვა.

იშვიათად, მაგრამ ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში კიდურის მიოკიმია ვლინდება ჯანმრთელ პირებში ძლიერი ფიზიკური დატვირთვის, ვარჯიშის შემდეგ.

 

წყარო:     

https://www.osmosis.org/answers/myokymia