ლეიშმანიოზი - რა სიმპტომებით ვლინდება პარაზიტული დაავადება?

ლეიშმანიოზი - რა სიმპტომებით ვლინდება პარაზიტული დაავადება?

რა არის ლეიშმანიოზი?

ლეიშმანიოზი არის ინფექცია, რომელსაც იწვევს ლეიშმანიას პარაზიტი. ამ ტიპის პარაზიტი ბინადრობს ტროპიკულ და სუბტროპიკულ არეში.

ინფექციის სამკურნალოდ ინიშნება პარაზიტის საწინააღმდეგო მედიკამენტები.

ლეიშმანიოზი იწვევს მწვავე წყლულებს კანზე, ხოლო შინაგანი ორგანოების ინფექცია (ვისცერალური ლეიშმანიოზი) იმდენად საშიშია სავსებით მოსალოდნელია ფატალურად დასრულდეს. რისკ-ჯგუფში შედიან სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირები.

ლეიშმანიოზი იყოფა სამ კატეგორიად:

  • კანის;
  • ლორწოვანი;
  • ვისცერალური.

სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე თუ პაციენტს რომელი ტიპის ლეიშმანიოზი აქვს.

პარაზიტული დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები:

  • დიდი ზომის წყლულები;
  • სიცხე;
  • წონის კლება;
  • მუცლის შეშუპება;
  • კანკალი;
  • ცივი ოფლი;
  • შეშუპებული ლიმფური კვანძები;
  • დაღლილობა;
  • სისუსტე;
  • მუქი ლაქები კანზე და სხვა.

ინფექცია ვრცელდება ქვიშის ბუზის ნაკბენით. როდესაც მწერი ინფიცირებულ პიროვნებას ან ცხოველს უკბენს და შემდეგ სხვას უკბენს პარაზიტ ლეიშმანიას გადასდებს.

გადადების ნაკლებად გავრცელებული გზაა:

  • საერთო ნემსის გამოყენება;
  • სისხლის გადასხმა;
  • ორსულისგან ნაყოფზე გადაცემა.

 

წყარო: 

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/24539-leishmaniasis