ბავშვობაში ბუნებრივი ქერა თმა გქონდათ, მაგრამ წლების შემდეგ გაგიმუქდათ?

ბავშვობაში ბუნებრივი ქერა თმა გქონდათ, მაგრამ წლების შემდეგ გაგიმუქდათ?

მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 2%-ს აქვს ბუნებრივი ქერა თმა.

თუმცა გაცილებით ხშირია, როდესაც პატარა ადამიანს ბავშვობაში ქერა თმა აქვს და წლების მატებასთან ერთად უმუქდება. თუ ბავშვობაში ქერა თმა გქონდათ (სავარაუდოდ, ახლა გაგიმუქდათ და მიიღო ყავისფერი ან ღია წაბლისფერი შეფერილობა) ქერად ითვლებით - ღია ფერის გექნებათ წარბი და წამწამიც.

აღმოჩნდა, რომ ქერა ბავშვების თმის ფერის გამუქება სრულიად ბუნებრივი პროცესია და მხოლოდ მცირე რაოდენობას რჩება იგივე შეფერილობა. უმეტესობას თმა უმუქდება სკოლამდელ ასაკში ან გარდატეხის პერიოდში.

თუ ფოტოალბომში ბავშვობის ფოტოებს ათვალიერებთ და გაგიჩნდათ შეკითხვა თუ რატომ აღარ გაქვთ ბარბივით ქერა თმა, როგორც ადრე, მიზეზი მარტივია და პასუხია გენეტიკა. დიახ, ფერადი პიგმენტის რეგულირებაზე გავლენას ახდენს გენი.

არსებობს პიგმენტ მელანინის ორი ვარიანტი: ეუმელანინი და ფეომელანინი. რაც უფრო მეტია ეუმელანინის კონცენტრაცია მით უფრო მუქია თმის ფერი. თუ ორგანიზმში ფეომელანინის რაოდენობა იჭარბებს მსოფლიო მოსახლეობის იმ მცირე რაოდენობაში აღმოჩნდებით, რომელსაც ასაკის მატების მიუხედავად თმის ბუნებრივი ქერა შეფერილობა არ დაუკარგავს.

მხოლოდ გენეტიკასაც ნუ დავაბრალებთ და გავითვალისწინოთ გარემო ფაქტორებიც, კერძოდ, თმის სტრუქტურას და ფერს აზიანებს ხელოვნური გაღიავება და ქლორი.

წყარო:   

https://www.celebricious.com/2020/02/why-does-blonde-hair-get-darker-with-age/