სახის ტრავმა

სახის ტრავმა

სტატიაში საუბარია ტრავმაზე/დაზიანებაზე, რომელსაც ადამიანი სახის არეში იღებს.

ტრავმამ შესაძლოა მოიცვას სახის ძვლის უბანიც.

ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

  • ავტოავარია;
  • დაჭრა;
  • სპორტული დაზიანება;
  • ფიზიკური ძალადობა.

დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები:

  • სახის ფიზიოლოგიური იერის ან სახის ძვლების დეფორმაცია;
  • შეშუპებისა და სისხლდენის გამო ცხვირით სუნთქვის პრობლემა;
  • ბუნდოვანი მხედველობა;
  • კბილების დაკარგვა;
  • შეშუპება და ჩალურჯებები თვალის გარშემო.

სასწრაფოდ მიმართეთ კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტს თუ გაქვთ მწვავე, ძლიერი დაზიანება სახის არეში. როგორც წესი, დიაგნოსტირებისა და ნებისმიერი გართულების პრევენციისთვის ინიშნება კომპიუტერული ტომოგრაფია - კვლევის მიზანია პათოლოგიის აღმოჩენა თავისა და სახის ძვლების არეში.

ქირურგიული ჩარევის საჭიროება დგება მაშინ, როდესაც ტრავმამ გამოიწვია სერიოზული დეფორმაცია ან სახის არეში ნორმალური ფუნქციონირების უნარი დარღვეულია.

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში მკურნალობის კურსის მიზანია:

  • სისხლდენის შეჩერება;
  • სასუნთქი გზების გახსნა;
  • მოტეხილობის მართვა;
  • ნაწიბურების პრევენცია (თუ შესაძლებელია);
  • ბუნდოვანი მხედველობის აღმოფხვრა;
  • სხვა დაზიანებების მკურნალობა.

ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ტარდება განმეორებითი ოპერაცია.

 

წყარო:

https://www.pennmedicine.org/for-patients-and-visitors/patient-information/conditions-treated-a-to-z/facial-trauma