კლინიკურ პრაქტიკაში რკინადეფიციტური ანემია ანემიის ყველაზე ხშირი ფორმაა.
ეს არის მდგომარეობა, როცა სისხლი განიცდის ჯანსაღი წითელი უჯრედების დეფიციტს.
როგორც დაავადების სახელწოდება გვეუბნება, რკინადეფიციტური ანემიის დროს პაციენტის ორგანიზმში არ არის ადეკვატური რაოდენობის რკინა. რკინის გარეშე ვერ წარმოიქმნება საკმარისი რაოდენობით ის ნაერთი, რომელიც სისხლის წითელ უჯრედებს ჟანგბადის (ჰემოგლობინი) გადასატანად ესაჭიროება.
საწყის ეტაპზე დაავადება მსუბუქად და ფაქტობრივად, უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა დროთა განმავლობაში, როცა ორგანიზმში რკინის დონე უფრო მეტად მცირდება, ანემია რთულდება და ვლინდება შემდეგი სიმპტომები:
- ძლიერი დაღლილობა;
- სისუსტე;
- კანის სიფერმკრთალე;
- ტკივილი გულმკერდის არეში, აჩქარებული გულისცემა ან სუნთქვის უკმარისობა;
- თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;
- ცივი ფეხები და ხელები;
- ენის ანთება ან ტკივილი;
- მტვრევადი ფრჩხილები;
- უჩვეულო სურვილი, რომ მიირთვათ ყინული, სახამებელი თუ ტალახი, მიწა;
- დაქვეითებული მადა.
თუ თქვენ ან თქვენს შვილს რკინადეფიციტური ანემიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გაქვთ, დროულად მიმართეთ ექიმს, რადგან ეს არ არის სახუმარო პათოლოგია და განსაკუთრებით დაუშვებელია თვითმკურნალობა.
პათოლოგიურმა მდგომარეობამ სავსებით შესაძლებელია ავნოს გულს, წარმოშვას სერიოზული პრობლემები ორსულობისას და ხელი შეუშალოს ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარების პროცესს. რკინის დეფიციტისას მნიშვნელოვნად იზრდება სხვადასხვა ინფექციის განვითარების რისკი.
რკინადეფიციტური ანემიის გამომწვევი მიზეზებია:
- სისხლის დაკარგვა;
- კვების რაციონში რკინის დეფიციტი;
- რკინის შეწოვის დაქვეითება;
- ორსულობა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/iron-deficiency-anemia/symptoms-causes/syc-20355034