შაკიკი - გამომწვევი მიზეზები და ხელშემწყობი ფაქტორები.
შაკიკი ქრონიკულად მორეციდივე ნევროლოგიური დაავადებაა, რომლის დროსაც პაციენტი უჩივის პულსირებად, ფეთქვად, მწვავე ტკივილს თავის ერთ ან ორივე მხარეს.
ძლიერ თავის ტკივილს თან ერთვის სხვა შემაწუხებელი სიმპტომებიც (გულისრევა, ღებინება, ხმისა თუ სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა). ზოგჯერ შაკიკის შეტევამდე ჩნდება ერთგვარი გამაფრთხილებელი ნიშანი, რომელიც ცნობილია როგორც აურა.
მეცნიერებისთვის შაკიკის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა კვლევები ცხადყოფს, რომ დაავადების განვითარებაში დიდ როლს თამაშობს გენეტიკა.
სიმპტომების ხელშემწყობი რისკ-ფაქტორებია:
შაკიკის მატარებელი ადამიანის ორგანიზმი სავსებით შესაძლებელია ალერგიული იყოს სპეციფიკურ ქიმიკალებსა თუ ინგრედიენტებზე, შესაბამისად, სენსიტიურობის შესამცირებლად აუცილებელია აკონტროლოთ რაციონი.
არ მიირთვათ:
შაკიკი და მემკვიდრეობითობა
დიახ, შაკიკი ცირკულირებს ბიოლოგიურ ოჯახში, მაგალითად, სტატისტიკის თანახმად, შაკიკის მქონე პაციენტთა 80%-ზე მეტს ამ დიაგნოზის მქონე პირველი ხარისხის ნათესავი ჰყავს.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/5005-migraine-headaches